რას ამბობენ ემინემზე ცნობილი მომღერლები
31, Batumi, Georgia

რეპერი რომელიც არ ერიდება თავის სიმღერებში ამერიკის პრეზიდენტის თუ სხვადასვხა ცნობილი სახის კრიტიკას დაუფარავად. მისი ტექსტები ხშირად გაუხვევიათ კრიტიკის ქარცეცხლში და ბევრში ის გაღიზიანებას იწვევს თავისი პირდაპირობის გამო. თუმცა ერთი ფაქტია რომ დღეს ემინემი თავის ჟანრში ერთ-ერთი საუკეთესოა და მას არასოდეს ეშინია თავისი აზრის გამოთქმის . ვნახოთ რას ამბობენ ცნობილი ადამიანები მასზე..

კრისტინა აგილერა: არ ვიცი რა ვუთხარი ისეთი რომ ჩემზე ასეთი გაბრაზებულია მაგრამ მე მაინც ვიტყვი რომ ის კარგი რეპერია.
ნელი ფურტადო: რისი თქმა უნდა თავისი ტექსტებით ეს ალბათ მას უნდა ვკითხოთ. რეპის დიდი თაყვანისმცემელი არ ვარ მაგრამ ამ ადამიანს იმიტომ ვცემ პატივს რომ თავის ჟანრში რაღაცა ახალი შექმნა
ანასტასია: მე მომწონს მისი გულწრფელობა და იუმორი. ამ ადამიანს შეუძლია თავისი თავი მთლიანად გაგვაცნოს თავის სიმღერებში
მადონა: ის ტოვებს კითხვებს , იწვევს დისკუსიებს . ჩემი აზრით მისნაირი უნდა იყოს ნამდვილი ხელოვანი
დაიდო: მე მინდა გულწრფელად ვთქვა რომ ის ყველაზე მაგარი ადამიანია ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია. ნამდვილი ემინემი კეთილი და მოსიყვარულეა.და მხოლოდ რამდენიმე ადამიანი თუ იცნობს მას ამ მხრით. ის სცენაზე ჩანს საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი და ეს ასეცაა
მერლინ მენსონი: მისი სიმღერები დიდ როლს თამაშობს თავისუფალ სიტყვაში . მე ვფიქრობ მას არასდროს ეშინია იმის თქმა რასაც ფიქრობს და ამას ვაფასებ ამ ადამიანში
შაგი: ის ჩემთვის დიადი ადამიანია. მას კიდევ ბევრი აქვს მსოფლიოსთვის საჩვენებელი
ქრეიგ დევიდი: ჩემთვის ემინემი ჩვენი დროის არა მარტო კარგი რეპერი არამედ კარგი პოეტიცაა . მას თავისი რეპით შეუძლია ელაპარაკოს ხალხს როგორც სხვას არავის. ზოგს ემინემი ძალიან ცუდი ბიჭი ჰგონია თავისი ტექსტების გამო , მაგრამ ეს ასე არაა . მე ის ძალიან მომწონს
რობი უილიამსი: ემინემის მიმართ ძალიან დიდ სიყვარულს და პატივისცემას ვგრდზნობ
ეიქონი: ემინემთან ისეთისიამოვნებით ვიმუშავე როგორითაც სხვასთან არ მიმუშავია. ის ძალიან მაგარი ადამიანია. ვიტყოდი რომ ის საუკეთესოა ამ ჟანრში

წყარო http://blog.geoclub.in

6 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes