nini's blog

nini
35, Tbilisi, Georgia

28.03.2017

საქართველო, ქვეყანა:

- სადაც 30 წლის უკვე ბებერი ხარ;
- სადაც უმუშევარი პენსიონერს შენატრის;
- სადაც განათხოვარი ქალის სიყვარული მამაკაცებისთვის ქველმოქმედებაა;
- სადაც რელიგიურობის ფასადურობა ზენიტშია;
- სადაც 35 წელს ზემოთ გათხოვილ ქალზე ამბობენ ,,გასაღდაო";
- სადაც 40 წლის ორსულ ქალზე ამბობენ ,,ნეტავ უფროსი შვილის არ შერცხვაო";
- სადაც აბიტურიენტი შვილის ყოლა ოჯახის გაღატაკების ტოლფასია;
- სადაც მოხუც, გამოწყობილ ქალს ფუფალას ეძახიან;
- სადაც მრავალშვილიან ოჯახზე ამბობენ: ,, მეტი საქმე არაფერი აქვთო";
- სადაც მგლოვიარე დედას კარგად და ფორმაში ყოფნას არ პატიობენ;
- სადაც ფარისევლობა და ღალატი სუნთქვის შემადგენელი ნაწილია;
- სადაც ყოველთვის ყველაფერი მოსულა...

P.S ვაი ჩვენს თავს


ყველაზე მოფლირტავე პოზიციები:


1. ტაქსის მძღოლი და "ცენტრი"
2. დისტრიბუტორი ბიჭი და კონსულტანტი გოგონა
3. კურიერი და მიმტანი
4. დირექტორი და პირადი ასისტენტი/ოფის მენეჯერი
5. ცეკვის პარტნიორები
6. პოლიტიკოსი ქალი და დაცვის წევრი კაცი
7. ახლადგაცნობილი მოფლირტავე წყვილის წამოყვანილი დაქალი და ძმაკაცი
8. ფეხბურთელი და მოდელი
9. ცნობილი, ძვირადღირებული მეძავი და მოხუცი, ცოტა გოიმი მილიონერი
10. ფიტნეს ინტრუქტორი და მოვარჯიშე გოგონები
11. ქალაქიდან ჩასული გოგო და მთელი სოფლის ბიჭები
12. პრომო გოგო და დანარჩენი მამრობითი სქესი მაღაზიაში
13. რუსი ტურისტი ქალი და ქართველი მძღოლ-ექსპედიტორი


Blog
Blogs are being updated every 5 minutes