ნატალი's blog

ნატალი
31, Tbilisi, Georgia

02.02.2014

რა უნდა მითხრა? _ ისედაც ვიცი,
რომ მონატრებამ გადაგიყოლა,
რომ მეცხრე ცამდე ასული ფიცი
იყო და... მაინც არა იყო რა.

რა შეგეშალა გუშინწინ, გუშინ,
რომ ციცქნა გოგომ არ შეგიცოდა?!
ის ხომ მზის სხივებს მალავდა სულში
და საკუთარი ფასი იცოდა.


ქედმაღლობ, მიყურებ იქედნურად, მიღვივებ დარდების ბუხარს...
მესროლე - სახეში ზიზღის გუნდა, ჩემზე უცოდველი თუ ხარ.
ითვისებ ჩემს წილ სიხარულებს, მერე წმინდანივით დუმხარ...
ერთხელ გულიანად გაიღიმე, ჩემზე უდარდელი თუ ხარ.
ჩემთვის ვარ, ჩემს წილ სამყაროში, ქვეყნის სატკივარით გულს ვხრავ...
მესროლე ბატონო ქვა, პირველმა, ჩემზე გულმხურვალე თუ ხარ.


ეს წყალობა არ ჩათვალო ჩემმიერად
ამ ღიმილსაც ჩემეულად ნუ თვლი,
ჩემმა სითბომ დღე თუ გაგიმშვენიერა
დამიჯერე,
წყალობაა უფლის...
ზეციერმა მომარგუნა მადლი უხვად
მომარგუნა და რჩეულად მიცნო,
მათხოვარმა ჩემს ჭიშკართან ჩაიმუხლა
დღეს უფალი
მე გამოცდას
მიწყობს...
-გახსენ კარი ,
დააპურე,
არ დაყოვნდე,
შეხსენება არ დაგჭირდეს გულო,
ცოტას გასცემ?
ბევრს შემატებ შენს სამყოფელს
სიკეთეო,
სამოთხეში რგულო!
უმწეობას გავიკითხავ
მლოცავ სახით
მიხარია,
თუ კაცთ შემწედ ვიქმენ,
....მართლაც, იქნებ,
მათხოვარის მოსასხამით,
ხელგაწვდილი
მაცხოვარი
იდგეს.. .


თუ ქალს უყვარხარ არის თურმე ღმერთის წყალობა,
განა ყველა ქალს შეუძლია კაი ქალობა?
ქალი სწორ გზაზე დააყენებს გზიდან აცდენილს,
ქალი იწვება სიკვდილისთვის როგორც სანთელი.
ქალი მამაკაცს უტოლდება ჭირთა თმენაში,
ქალი სიტურფეს ინარჩუნებს ფოთოლცვენაში,
ქალი? ქალობა ნუ გგონია იყოს ადვილი
ყველაზე წმინდა არის ქვეყნად დედის მანდილი!!!!


26.01.2014

იმედდაკარგული არ მინდა გელოდო აღარ გამომივლი ვიცი. სევდამორეული ვითვლი ამ დღეებს, რა ვქნა? გული მაინც გიცდის. ფანჯრიდან გავყურებ ცარიელ ქუჩებს და კვლავ შენი ფეხის ხმა ისმის, ვიცი შენ არა ხარ, ვიცი მეჩვენება ვიცი და მაინც გიცდი. ვგრძნობ, რომ არ ჩაივლის ასე ყველაფერი, მარტო არ დამტოვებ ვიცი. ვიცი გვიან მოხვალ, მაგრამ მაინც მოხვალ ვიცი და ამიტომ გიცდი


ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში, თორემ დარდი მოვა და გულში ჩამიკრავს... დარდი ცრემლს მომიტანს, ტუჩებს დამინამავს გულს მომიხებს და გრძნობებსაც ჩამიკლავს... ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში, თორემ სიგიჟე მოვა და გამათბობს... გულში ჩამიხუტებს,თვალებს დამიკოცნის, გადამრევს,მხურვალე ვნებებით დამათრობს... ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში, თორემ სიგიჟე წვიმაში გამიყვანს... ქუჩებს მომატარებს ხელში აყვანილი, ამაფრენს ცაში,მთვარესთან ამიყვანს... ...ამიტანს ფიქრები უზომო ტკივილზე... ფიქრები სიკვდილზე...და შიში ამიტანს... ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში... თორემ სიგიჟე მოვა...და...წამიყვანს.


26.01.2014

ეს მარტოობა სულ თავიდან შენ დაგაბრალე,და დამნაშავეც დავინახე მე მხოლოდ შენში.გთხოვ, მაპატიე, ალბათ, როგორც ყველა მოკვდავიმეც შემეშალა, დაუფიქრებლად, უაზროდ შევცდი.როცა აღვიქვი რომ მიმატოვე მოხურე კარი,მაშინ ვცდილობდი გონებიდან ამომეშალე,მაგრამ მივხვდი, რომ ახლაც შევცდი დაუფიქრებლადდა ამ გულიდან გაციება არც დაგაცალე.დაგტოვე ისევ ჩემში, ჩუმად გაგითავისე,ეს სიყვარული ვიცოდი, რომ არ მთავრდებოდა,მაგრამ ჩემს გულში სამუდამოდ თუ გაქრებოდიშენგან მე მხოლოდ მოგონება შემომრჩებოდა.დიდი ხანია ამ ჩემს თვალებს არ უნახიხარ.იცი, არ ვხატავ, მაგრამ მაინც შემომეხატე.ხელში ავიღე ფანქარი და ფურცელზე ჩემთვისშენი უბრალო სულიერება გადავიტანე.გაინტერესებს რა დავხატე ? ხოდა მეც გეტყვი :დავხატე მზე, ნიშნად შენი თბილი გულისა,დავხატე გული, შენებური სიყვარულისა,დავხატე ია, თავჩახრილი ცალკე დამდგარი,ვით თავმდაბლობა შენს სულსა და გულში გამჯდარი.დავხატე…


me ar vici gmerti rodis wamikvans da ar vici ra moxdeba xval amitomac getyvi chemo dzvirfaso me shen dzlier dzlier dzlioer dzlier miyvarxar  


ertxel mitxari miyvarxaro

ar dagijere mere ukvalod davikarge sheni gulidan

exla sinanuls ra azriaqvs chemo sicocxle

chemi guli xom ushenobit datanjulia

ertxel mitxari miyvarxaro da nu damtoveb ardagijere da ukvalod gavqri

dagtove


shen isev waxval shors sul shors chemgan

isev itirebs chemi tvalebi

shen isev waxval da isev gulshi daisadgurebs chumi dardebi

shen me damtoveb sruliad martos

isev mtanjveli fiqrebis migma

magram vici rom kvlav dabrundebi da samudamod viqnebit ertad


← previous 1 2 next
Blog
Blogs are being updated every 5 minutes