tam0oo's blog

tam0oo
30, Tbilisi, Georgia


მძულხარ, ვერ გიტან, არა უფრო ზუსტად რომ ვთქვა მეზიზღები! მე-ზიზ-ღე-ბი!! მთელი გულით და მთელი ჩემი არსებით ვგრძნობ ამ სიძულვილს! შენ ჩემი დიდი შეცდომა იყავი და ხარ.დღემდე ვერ ვხვდები რა საერთოს ვხდავდი შენში, რატომ მიყვარდი ასე რომანტიულად და სულელურად? შენ ხომ ადრეც შენ იყავი? ზოგჯერ მგონია მას მერე გახდი ასეთი რაც მიგატოვე,მაგრამ არა, ადრეც ასეთი იყავი. ახლა მეტი თანამოაზრე გაიჩინე უბრალოდ. ეს მე არ გაძლევდი ამის საშულაებას, ეს მე ვცდილობდი სხვა სამყარო დამენახებინა შენთვის მაგრამ არ გამოვიდა. დამპალი სული გაქვს და ეგეთივე ადამიანები შემოიკრიბე.











16.01.2012



დავმრთავდი!... წვიმს ახლა..ქუჩაშიც და ჩემს სულშიც.. მაგრამ შიგნით, რომ მაწვიმს ის წვიმა,სევდით კი არ მასველებს- მხოლოდ მტკივნეულად მესობა სხეულის ყოველ უჯრედში, მერე კი ნელა, ცოცვით მიიწევენ ქვემოთ..მთელ ჩემს არსებაში.. გავიყინე! განა სიცივით?! -უემოციობით!.. ვეღარაფერს ვხედავ წინ, მომავალში..აღარც იმისკენ მინდა გავიხედო რაც უკვე იყო.. ახლა სიბნელეა მთელს ჩემს არსებაში.. მხსნელსაც აღარ ვეძებ!. დავიღალე.. მინდა გავქრე, ყველას ცხოვრებიდან, მეხსიერებიდან..თუ რამეს გულით ინატრებ ახდებაო..ჰოდა- ნეტავ გავქრე!


მგონი დავთვერი..არა! მგონი კი არა ნამდვილად დავთვერი და ახლა ისე, როგორც ყველა მთვრალს მეც ყველანი ფეხზე მკიდიხართ...მათ შორის ყოველი აბსტრაქტული გრძნობაც..თუნდაც სიყვარული, ან მონატრება..მინდა ფრთები მქონდეს..ყველაზე მაღალი მწვერვალიდან გადმოვხტებოდი და აღარასოდეს დავაბიჯებდი ამ ბინძურ დედამიწაზე..ვიფრენდი..



← previous 1 2 3 next
Blog
Blogs are being updated every 5 minutes