ფიქრი არ მშორდება შენი
კიდევ უსასრულოდ გელი
ნატვრა მაქვს მხოლოდ ერთი
გფარავდეს დიდი ღმერთი
იყო სათნო და წმინდა
არ გასველებდეს წვიმა
არ გქონდეს გულში დარდი
არ გაწუხებდეს ქარი
იყო ლამაზი თბილი
ცხოვრება გქონდეს მშვიდი
არ ჩაგტეხოდეს ბედის
ფეხითსავალი ხიდი
თუ მოსეირნე დამინახეთ უაზროდ ფიქრში,
ნუ იტყვით ჩემზე: – როგორ წააგავს გალეშილ გიჟს…
მე კოშმარები კვლავ მიხსნიან სიყვარულს ძილში
და ეს ფიქრებიც მთვარეულივით მძინარეს მჭირს.
ახლაც კალამი არ მიჭირავს, თქვენ გეჩვენებათ!..
უბრალოდ ვფიქრობ და მელანი მღალატობს კვლავაც,
მოფარებული, სანთლის შუქზე რომ შემეჩვევა
ჩემს ყველა სიტყვას ჩუმად უხსნის სანთლების ლავას.
დავალ…
ოთახი დაჭრიალებს, ვერ იტევს სხეულს,
ჩემს გადახუნძლულ ნაფაზებში ეწვის ფანჯრები,
ეწვის მაგიდა სანთლის წვეთებზე შემოხვეულს,
ეულს ვერ მიძლებს რითმიანი სიტყვების რეწვით.
ო, როგორ მომწონს, რომ იცოდეთ თქვენი თითები,
უცხო სხეულის ჩაორთქლილი შეგრძნება ჩემში
და მოფრთხილება დავიწყებულს როგორც ფიფქები,
შემოგადნებით მაგ ფარული ფერებით ხელში.
ვიცი, მიხილავთ მოსეირნეს უაზროდ ფიქრში
და ნუ იფიქრებთ, რომ სიტყვები ჩამაშრა ყელში…
ახლა ღამეა… თამამად გეტყვით, რომ მეფიქრებით…
და, თუ ბოლოა…
ეგ ბოლო სიტყვა დამახალეთ მე საფეთქელში!
მომენატრე და ოთახში ჩავკეტე სული.
ირგვლივ ფარდები ჩამოვუშვი დ დავრჩი მარტო,
გაუყვა გრძნობა ბილიკებს სადღაც
და საუკუნის მოიცვა მანტო..
მივყვებით ერთად,გზებს შენსკენ სავალს,
მე დღე და ღამე, თოვლიან ხედზე,
მალე გაზაფხულს ზამთარი შეცვლის
და თან ყინული დამისვამს ხელზე..
არ გავჩერდები სანამ არ ვიგრძნობ,
რომ დღე და ღამის გავხდები მგზავრი,
გავცვითავ სხეულს მე შენს ძებნაში
და ყველა წუთი გახდება ჩქარი..
გაცვეთილი ფრაზები...აზრდაკარგული სიტყვები
უაზრო ფიქრები
მე შენ მჭირდები...
ჰაერივით,უსათუოდ უმალ მჭირდები,
მჭირდები მაშინ როცა სული დამიმძიმდება
მჭირდები მაშინ როცა უშენოდ დღე არ მჭირდება.
გონებას ვკარგავ მე უშენოდ არავარ აქ და...
აი სხვაგან ვარ...
ეს არ ჰგავს ადგილს სადაც შენ გნახავ,
შენ აქ არახარ...: (
სითეთრე ირგვლივ,ანგელოზები?
ღმერთო სადავარ?
ნუთუ აღარ ვარ?
შენ რომ დამტოვე...მეც მიგატოვე?
არა არა და ...აი ისევ
ისევ აქავარ...
შენ კი არ ჩანხარ...
მე კი მჭირდები
როგორც ზამთარს თოვლი და სუსხი,
მჭირდები ისე,როგორც გაზაფხულს ვარდის სურნელი
მჭირდები ისე როგორც ფოთლები, შემოდგომის წვიმიან ღამეს,
ისე მჭირდები როგორც ვარსკვალავი სჭირდება ღამეს...
ისე მჭირდები როგორც ზაფხულის ცხელი დღე ზღვაზე.
შენ კი არ გესმის
შენთან ვერ მოვლენ ჩემი სიტყვები
და ვერ გაიგებ...
ვერ გაიგებ როგორ მჭირდები...!!!
ვხედავ როგორ თრთის შენი ხელები
და ღვთაბასთან ვხედავ მსგავსებას
გიტარის სიმებს რომ ეფერები
რატომ ვერ მამჩნევ, რა გემართება?
ათასჯერ კოცნი დამწვარ საწამლავს
მინდა ერთმანეთს დაშორდეთ მალე
თორემ მიყვარხარ, რა მეშველება
მოკვდე და ვეღარ გიხილო ხვალე...
ანთებულ თვალებს აპარებ ჩემსკენ
მაგ მზერით მიწვავ სულსა და სხეულს,
ხომ შეიძლება ცხოვრების გზებზე
გვერძე დამიდგე მოარულს ეულს...
მინდა სიტყვებით მოგიყვე რამე
და ვერა ვპოვებ შესაფერ სიტყვას
თუ რამ გვითქვია ოცნებით ღამე
დღეს ყველაფერი გიტარით ითქვას..
"საიდანღაც მეცნობოდა ქალი
დიდი ხნის მერე მე ვუსმენდი საყვარელ მოტივს,
მე თუ სიყვარულის ძალა შემრჩენია,
მე თუ მონატრებას ლანდად ავეკიდე,
სანთელი იწვის და დნება,
ჩემი გული უშენოდ კვდება,
სიყვარულისგან მალულად დნება.
სიყვარულს სევდა რატომ სჭირდება?
არ ვიცი ესე რატომ ხდება,
სიყვარული სანთელს რატომ ემსგავსება,
მასსავით მალულად რატომ ქრება
და მისი სურნელი რატომ რჩება
ო,როგორ მინდა შენთან შეხება,
ეს არის ჩემი ოცნება,
ჩემი გული უშენოდ კვდება,
მხოლოდ ბოლო სურვილი რჩება,
სიყვარული სანტელს ნუ დაემსგავსება,
სანთელივით ნურასდროს გაქრება.
ეხლა რაშია მთელი უბედურება.გამოდის ერთი ხელისუფლება აგინებს მეორეს.მეორე დღეს აკეთებს იმას რაზეც მეორეს აგინებდა.შემდეგ მოდის ისევ მეორე ხელისუფლება წინას აგინებს და ისევ იმას ჩადის რაზეც აგინა წინა ხელისუფლებას!ეს გრძელდება უსასრულოდ!
და ასე გვინდა დამოუკიდებელი ძლიერი და სამართლიანი ქვეყნის შენება?? .......