შენს  მოლოდინში
60, Tbilisi, Georgia (ent. Gruusia)

                                                           ჩემი  გული  უფრო  გამალებით  ცემს  შენს  მოლოდინში

                                                                                            ტერენტი  გრანელი.


 მე  შენზე  ვფიქრობ,  და  თითქო  გხედავ,

 ვფიქრობ  და  ისევ  დღეა  მზიანი.

 ძვირფასო!  მოსვლა  რად  გაგიძნელდა,

 ძვირფასო  რისთვის  დაიგვიანე.

 ეხლა  ეს  გრძნობა  უფრო  მეტია,

 ეხლა  ქარები  არხევს  ტირიფებს. 

 მე  შენ  გიამბობ  ჩემს  ტრაგედიას,

 და  როგორც  ბავშვი  დავიწყებ  ტირილს.

 ასე  გაივლის  წამება,  ოხვრა,

 შენ  მოხვალ  ჩემთან  თეთრი  ხელებით.

 მოხვალ  დაღლილი,  მეტყვი:  როგორ  ხარ,

 მოხვალ  და  ვიცი  მომეფერები.

 თუმცა  იქნება  ღამე  წვალების,

 ღამე  სასტიკი  და  ულმობელი.

 და  ეს  თვალები,  ლურჯი  თვალები,

 ჩემი  თვალები  ისევ  მოგელის...

8 näyttökertaa
 
Kommentit

Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti