16.05.2012
. . .
35, Tbilisi, Gruzja

გავურბი წერას - არც ფიქრი მინდა,
მძულს სამყარო და აღარ ვგრძნობ ტკივილს,
ირგვლივ კი ბინდი და მხოლოდ ბინდი
ჩემი მბორგავი სხეულის ჩრდილი.
გავურბი წერას - აღარ ვგრძნობ ფერებს,
ჩამოშრა ძარღვი ნედლი სტრიქონის,
მე შეშლილი ვარ, დიდი ხნის მერე
რომ გემო მტანჯავს შენი სიშორის.
გავურბი წერას - ჩემს მტვრიან თვალებს
ვწუხვარ,რომ მაინც შეაშრათ ცრემლი,
ჩემს ხერხემალზე დალეწეს მთვარე
და კვნესა მტანჯავს ხნიერ ხერხემლის.
ვგრძნობ - ვეღარ შევძლებ ვგრძნობ, დავეცემი,
არავის ვუხმობ,არ მინდა შველა,
ცარიელია მზის სარეცელი -
ვხურავ სივრცეს და ვასრულებ წერას
და იყო ღია ყოველი კარი -
მხოლოდ გალობის ხმები ისმოდა...
ამ ბებერ მიწას მე შევრჩი მგზავრი,
ზურგით რომ იჭერს მარადისობას.

Liczba odwiedzin: 1
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut