Właściciel bloga: Akaki

Akaki
40, Kutaisi, Gruzja



რა არის დენადობადენადობის რიცხვი იმ თანამშრომლების პროცენტულ წილს გვაჩვენებს ორგანიზაციაში, რომლებმაც რაღაც კონკრეტული პერიოდის განმავლობაში სამსახური დატოვეს. თავიანთი სურვილით წასული თანამშრომლების გარდა, ამ კატეგორიაში ისინიც მოიაზრებენ, ვინც სამსახურიდან გაუშვეს ან პენსიაზე გავიდნენ. იმავე კომპანიაში, მაგრამ სხვა პოზიციაზე გადასული თანამშრომლები დენადობის გამოთვლის დროს არ გაითვალისწინება. დენადობის კოეფიციენტი უმეტესწილად წლის ჭრილში იანგარიშება, თუმცა, უფრო დეტალური ანალიზისთვის მისი დაანგარიშება კვარტლის, ან თვის ჭრილშიცაა მიზანშეწონილი.როგორ გამოითვლება დენადობადენადობის წლიური პროცენტის გამოსათვლელად, გვჭირდება სამი რიცხვი:რამდენი აქტიური თანამშრომელი გყავდათ წლის დასაწყისში;რამდენი აქტიური თანამშრომელი გყავდათ წლის ბოლოს;რამდენი ადამიანი წავიდა ამ ერთ წელში სამსახურიდან.პირველი და მეორე რიცხვებით გამოვთვლით თანამშრომლების საშუალო რაოდენობას. ამისთვის არითმეტიკული საშუალო დაგვჭირდება.ვთქვათ, წლის დასაწყისში 60 აქტიური თანამშრომელი გყავდათ, წლის ბოლოს კი – 40. გამოდის, რომ საშუალოდ 50 თანამშრომელი იყო თქვენს კომპანიაში:(60 + 40) / 2 = 50შემდეგ, იმ ადამიანების რაოდენობა უნდა გამოვთვალოთ, რომლებიც ამ ერთ წელში სამსახურიდან წავიდნენ (მესამე რიცხვი):60 - 40 = 20მიღებული რიცხვი გავყოთ თანამშრომლების საშუალო რაოდენობაზე კომპანიაში:20 / 50 = 0.4პროცენტის მისაღებად კი ეს რიცხვი 100-ზე გავამრავლოთ:0.4 * 100 = 40ამ კონკრეტულ მაგალითში გამოვიდა, რომ დენადობის წლიური მაჩვენებელი 40% იყო.ამ ფორმულით დენადობა თქვენი კომპანიის მაგალითზე შეგიძლიათ გამოთვალოთ. მაგრამ როგორ უნდა მიხვდეთ, რას ნიშნავს მიღებული რიცხვი და კმაყოფილი იყოთ თუ – არა?დენადობის პროცენტის ინტერპრეტირებადენადობის მაჩვენებლის შესაფასებლად იმავე ინდუსტიაში მოღვაწე კომპანიების საშუალო პროცენტი გამოიყენება. ანუ, თავისთავად “მაღალი დენადობა” არ არსებობს, ის ყოველთვის ინდუსტრიის საშუალოს უნდა შევადაროთ. თუ, მაგალითად, თქვენი კომპანია საცალო ვაჭრობის ინდუსტრიას მიეკუთვნება, თქვენ სწორედ ამ ინდუსტრიაში არსებული საშუალო დენადობის მიხედვით გაიგებთ როგორი სიტუაციაა თქვენთან.მაგალითად, აშშ-ის საცალო ვაჭრობის ინდუსტრიაში საშუალო დენადობა 59%-ია, ამაში ყველანაირი საცალო ვაჭრობა იგულისხმება (ამას იმიტომ ვუსვამთ ხაზს, რომ…


ჰორმონალური სითხეები არის ქიმიური ბუნება, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის სხეულის სხვადასხვა ორგანოების სრულყოფილ ურთიერთქმედებას. ბრიტანელი მეცნიერები Starling და Bayliss, რომელიც გაიხსნა თხევად 1906 დაასახელა მათი ჰორმონების, იმის გათვალისწინებით, რომ ეტიმოლოგია ბერძნული სიტყვა hormao, რას ნიშნავს ეს აფორიაქება, სტიმულირება.


ჰორმონები შეიძლება შეესაბამებოდეს რამდენიმე სახის ორგანულ მოლეკულებს. პროტეინები მოკლე ქსელით: ისინი შედგება რამდენიმე ამინომჟავით, მაგალითად, ოქსიტოცინი და ვასოპრესინი. პროტეინები ხანგრძლივი ჯაჭვით: ისინი შეიცავს ბევრ ამინომჟავას, მაგალითად, ინსულინს და გლუკაგონს. ცხიმოვანი მჟავების დერივატივები: მაგალითად, პროსტაგლანდინები. ამინო მჟავების დერივატივები: როგორიცაა ადრენალინი და თიროქსინი. სტეროიდები: როგორიცაა სქესობრივი ჰორმონები და ჰორმონები, რომლებიც ადრენალინის ქერქისგან იხსნება.


ცნება „განათლებული”უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე „მცოდნე“. მაგ. უცხო ენის მცოდნე ან ქიმიის მცოდნე (თუნდაც ძალიან მაღალი დონის) არ ნიშნავს განათლებულს. ზოგადი ცნება „განათლებული“ მოიაზრებს როგორც განსწავლულსა
და აზროვნებაგანვითარებულს, ასევე საჭირო უნარ - ჩვევათა მქონეს, ზნეობრივად აღზრდილსა და სულიერად დახვეწილს.ზემოთქმულიდან გამომდინარე, გამოთქმები „ტექნიკური განათლება“ და „ჰუმანიტარული განათლება“ მცდარია.მართებულია „ტექნიკური ცოდნა“ და „ჰუმანიტარული ცოდნა“. ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო, მათემატიკური ცოდნა და უნარ-ჩვევების განვითარება გულისხმობს მხოლოდ ერთ მიმართულებას, ანუ - გონებრივ განვითარებას, ხოლოგანათლებულობა ზნეობრივ-სულიერ ასპექტსაც მოიცავს (ამის შესახებ თავის დროზე წერდნენ ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი).ცნება „მრავალმხრივი განათლება“ კიდევ უფრო ფართოა, ვიდრე ცნება „განათლება“. ,,მრავალმხრივი განათლება’’ გონებრივი და ზნეობრივ - სულიერის გარდა, ფიზიკურ, ესთეტიკურ, პიროვნულ, სამოქალაქო - დემოკრატიულ, ეროვნულ, ეკოლოგიურ მიმართულებებსაც აერთიანებს.


ცნება „განათლებული”უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე „მცოდნე“. მაგ. უცხო ენის მცოდნე ან ქიმიის მცოდნე (თუნდაც ძალიან მაღალი დონის) არ ნიშნავს განათლებულს. ზოგადი ცნება „განათლებული“ მოიაზრებს როგორც განსწავლულსა
და აზროვნებაგანვითარებულს, ასევე საჭირო უნარ - ჩვევათა მქონეს, ზნეობრივად აღზრდილსა და სულიერად დახვეწილს.ზემოთქმულიდან გამომდინარე, გამოთქმები „ტექნიკური განათლება“ და „ჰუმანიტარული განათლება“ მცდარია.მართებულია „ტექნიკური ცოდნა“ და „ჰუმანიტარული ცოდნა“. ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო, მათემატიკური ცოდნა და უნარ-ჩვევების განვითარება გულისხმობს მხოლოდ ერთ მიმართულებას, ანუ - გონებრივ განვითარებას, ხოლოგანათლებულობა ზნეობრივ-სულიერ ასპექტსაც მოიცავს (ამის შესახებ თავის დროზე წერდნენ ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი).ცნება „მრავალმხრივი განათლება“ კიდევ უფრო ფართოა, ვიდრე ცნება „განათლება“. ,,მრავალმხრივი განათლება’’ გონებრივი და ზნეობრივ - სულიერის გარდა, ფიზიკურ, ესთეტიკურ, პიროვნულ, სამოქალაქო - დემოკრატიულ, ეროვნულ, ეკოლოგიურ მიმართულებებსაც აერთიანებს.


გამდიდრების ერთადერთი წესი - რეალიზმი და უკიდურესი პატიოსნებაა. უნდა დაშორდეთ ილუზიების სამყაროს, რომელიც მხოლოდ ჟურნალების გვერდებზე და ტელევიზორების ეკრანებზე არსებობს. ყველაფერი არც თუ იმდენად იოლია, როგორც თქვენ გარწმუნებენ. ცხოვრება - ხისტი რამ არის და ადამიანები სერიოზულ ტრავმებსაც ღებულობენ. ამიტომ, თუ გსურთ მოიგოთ, უნდა იყოთ კაჟივით მაგარი და მუდმივად მზად იმისათვის, რომ იდაყვითა და მუშტით გაიკვლიოთ გზა.ყველა შემდგარ მილიონერსა და მილიარდერს - ბილ გეიტც, ოპრა უინფრის, უოლტ დისნეის და სხვებს შეეძლოთ დიდი კატეგორიებით აზროვნებაც და ძლიერი მოქნევით დარტყმაც. სიტყვებით ამის ახსნა ძნელია და ამიტომ შევიმუშავე წარმატებულობის დასადგენი ტესტი. შეგიძლიათ შეამოწმოთ: თუ გაგაჩნიათ ის რაც საჭიროა წარმატებისათვის, აუცილებლად გამდიდრდებით.



ოქრო, რომელიც იჭმება


image


არანაირი ეგზოტიკური პროდუქტი არ შეედრება ისეთ ძვირფას ნივთიერებას, როგორიცაა ოქრო. ადამიანებს იმდენად უყვართ ეს ძვირფასი ლითონი, რომ მათ შეძლეს და შექმნეს მისი ვერსია, რომელიც საკვებად ვარგისია. ამ ოქროს არა აქვს ფერი და სუნი, ის არც გემოს უცვლის კერძს და არც არომატს, მხოლოდ გარეგნულ ბრწყინვალებას ანიჭებს მას. მიუხედავად ამისა, ადამიანები უზარმაზარ ფულს იხდიან, რომ შეჭამონ ოქრო, როგორც საზოგადოებაში მათი მაღალი მდგომარეობის სიმბოლო. საკვებ ოქროს ხშირად ამატებენ სასმელებში ან მზა კერძს მოაფრქვევენ ხოლმე თავზე. მისი ერთი კილოგრამის ფასი 33 000-დან 110 000 დოლარამდე მერყეობს. ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ არაფერი არ მეტყველებს ადამიანის სტატუსზე ისე აშკარად, როგორც ვახშამზე შეჭმული ერთი თეფში ოქრო (ჩემი აზრით, ოქროს ჭამა ადამიანის მაღალი მდგომარეობის და მისი სოციალური სტატუსის მაჩვენებელი კი არაა, არამედ მეშჩანობის და ადამიანის გადაგვარების უმაღლესი გამოვლინებაა).


ნოდარ კაპანაძე: - სიღარიბე­ არის კეთილდღეობის ნაკლებობა. გამოვყოფ სიღარიბის ევოლ­უციის ხუთ დონეს: 1. ფიზიოლოგიური, ანუ ე.წ. შიმშილის სიღარიბე; 2. საშემოსავლო სიღარიბე; 3. არამონეტარული სიღარიბე (ხანგრძლივი მოხმარების ნივთები, ბაზისური კომუნალური ინფრასტრუქტურა, საცხოვრისი და ა.შ.); 4. სტრუქტურული სიღარიბე; 5. მენტალური სიღარიბე­. 

სიღარიბის თითოეული გამოვლინება საზოგადოებაში ყოველთვის არსებობს და გარკვეული ფენები სხვადასხვა დონეზე არიან მოწყვლადი. როდესაც ადამიანი არის შიმშილის სიღარიბეში, მისთვის ყველა სხვა სიღარიბის დონე გადაფარულია. თუ დასძლია შიმშილის სიღარიბე, შემდეგ ახალი ორიენტირები ჩნდება.


ქართულ ლიტერატურაში არის სიღარიბის დიაგნოსტიკა-ანალიზის ქრესტომათიული ნაწარმოები - ლავრენტი არდაზიანის "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი". სოლომონ ისაკიჩი შემოსავლების მიხედვით - არა, მაგრამ ცხოვრების წესით ღარიბი იყო. შემდგომ ის რაღაცას მიხვდა და სახლში საკვები გაგზავნა, ანუ პირველად­ დასძლია ფიზიოლოგიური სიღარიბე. ამის შემდეგ გააუმჯობესა კვების რაციონი, ჩაცმულობა...

მოკლედ, მეორე ეტაპზე დასძლია საშემოსავლო სიღ­არიბეც. ამის მერე სახლი გაარემონტა, კომუნალური მდგომარეობაც გაიუმჯობესა, ნივთიერი, არამონეტარული სიღარიბე­ დასძლია და სტრუქტურული სიღარიბის დაძლევაზე გადავიდა - ოპერაში წავიდა... მერე მიხვდა, რომ საზოგადოებაში გამოსვლაც უნდოდა და ალექსანდრე რაინდიძეზე თავისი შუშანიკას გათხოვება გადაწყვიტა, სულ ბოლოს კი გაახსენდა, რომ გვარში "ჯღანი" ერია, მაგრამ მენტალურ სიღარიბეს განიცდიდა და ამ "ჯღანს" ვერაფერი მოუხერხა. რომელ­იმე ეტაპზე სოლომონ ისაკიჩი იყო კმაყოფილი? ანუ ნებისმიერი სიღარიბის დაძლევის შემდეგ ახალი ორიენტირები ჩნდება.სიღარიბე არის საზოგადოებაში­ არსებული უთანაბრობის გამოვლინება ამა თუ იმ პარამეტრის მიხედვით. თუ ფიზიოლოგიური სიღარიბე მცირდება, ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობის უკმაყოფილებაც შემცირდება, პირიქით, ის შეიძლება გაიზარდოს. შესაბამისად, სრულიად ბუნებრივია, რომ სტატისტიკა აჩვენებს სიღარიბის შემცირებას, მოსახლეობა კი ამას ვერ აღიქვამს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ სიღარიბის შემცირება უკმაყოფილების შემცირებას არ ნიშნავს.


სერვის პლუს (მომხმარებლების მომსახურება და სოციალური კომუნიკაცია) -არის ამერიკული სერთიფიცირებული კურსი.

პროგრამა მოიცავს:
• გაყიდვების ხელოვნება;
• სერვის პლუს.
• პრეზენტაციის უნარი.
• მოლაპარაკების ხელოვნება.
თეორიულ სალექციო კურსს, პრაქტიკულ მეცადინეობებს, ამოცანებსა და ქეისებს, ტესტებს, მოდელირებულ თამაშებს.
ლექციები მიმდინარეობს უახლესი ციფრული საპრეზენტაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.

როგორ მოვიზიდოთ და შევინარჩუნოთ კლიენტი.
ვისწავლოთ ნდობის გამოწვევა კლიენტში.
ვისწავლოთ მოსმენა
აქტიური მოსმენის 4 ძირითადი ხერხი.
თუ კლიენტი ტელეფონით რეკავს.
როგორ გავხადოთ კლიენტი ბედნიერი.
მომხმარებლის ტიპები.
კლიენტის ტიპების ინდივიდუალურ- ფსიქოლოგიური მახასიათებლები.
რატომ მიდის მომხარებელი ჩვენგან.
რთულ მომხარებელთან ურთიერთობა.
კომუნიკაციის ეტაპები.
რეალობის სუბიექტურობა.
სატელეფონო კომუნიკაცია.
კომუნიკაციის ბარიერები.
მოსმენის ტექნიკა.
შეკითხვის დასმის ტექნიკა.
საკუთარი ღირესბის გრძნობა.
კომუნიკაციის დონეები.
ტრანსაქციული ანალიზი.
შეხვედრები, მოლაპარაკების ხელოვნება.
თამაშის წესები გუნდისათვის.
პრეზენტაციის მომზადება.( უნარ ჩვევები)


06.10.2019

“სუიციდი მხოლოდ ვენების გადაჭრას, ფანჯრიდან გადმოხტომას, თავის ჩამოხრჩობას ან დახრჩობას არ ნიშნავს...
მრავალნაირი სახის სუიციდი არსებობს, რომლის შენდეგაც კვლავ ცოცხალი ხარ და ამას ყოველდღე აკეთებ...
სუიციდია-ფანჯრის დაკეტვა წვიმის დროს, როცა წვიმა გიყვარს.
სუიციდია- იქედან გამოქცევა, სადაც ყოფნა გვინდა.
სუიციდია-იმ ადამიანებისგან შორს ყოფნა, ვისთან ახლოს ყოფნაც გვინდა.
სუიციდია-სულის ადამიანების დაკარგვა.. ჩვენი სურვილით..
სუიციდია-იმის არ გაკეთება, რისი გაკეთებაც გვინდა, და იმის არ თქმა, რისი თქმაც გვინდა.
სუიციდია-ფიქრების, გრძნობების, ემოციების კონტროლი..
სუიციდია-საზოგადოების დაკმაყოფილება და შენს ტყავში არაკომფორტულად ყოფნა..
სუიციდია-ახლობელ ადამიანებს თავი რომ მოაწონო, ისე უნდა იცხოვრო, როგორც ისინი ცხოვრობენ...”


Motivation letters

ვარ კომუნიკაბელური პუნქტუალური და შრომისმოყვარე. მაქვს სხვადასხვა პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება და მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სამსახურებსა თუ ხელმძღვანელობაზე მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია ყოველთვის მსურდა ჩემი პროფესიით მემუშავა. წინა სამსახურებმა კი მომცეს ბევრი საჭირო თვისება ისეთები როგორიცაა სტრესულ სიტუაციაში მუშაობა, გუნდურობა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი. მიყვარს ჩემი პროფესია და მსურს ისეთ კომპანიაში დავსაქმდე სადაც გამართულია შიდაორგანიზაციული სტრუქტურა.სადაც განვიმტკიცებ ჩემს ცოდნას და ჩამოვყალიბდები პროფესიონალად. მიჩნდება სამსახურთან ფამილიარული დამოკიდებულება და სამსახურეობრივ წარმატებას პირად ცხოვრებაში მიღწეულ წარმატებასთან ვაიგივებ. მჭირდება ნდობა რათა ჩემი პიროვნული თვისებებით თუ სამსახურებრივი პასუხისმგებლობით დავამტკიცო თუ რამდენად მიყვარს ჩემი პროფესია .
Additional info

მიყვარს ეკონომიკური ლიტერატურა და განსაკუთრებით ადამ სმითის ლიბერალური ეკონომიკის პრინციპები. ასევე მოგზაურობა და უცხო ქვეყანათა კულტურისა და ხელოვნების გაცნობა.მიყვარს მუსიკა და სპორტი


← poprzednia 1 2 3 4 5 ... 12 następna
Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut