ნაცნობი დუმილი
63, Tbilisi, Gürcistan

რეკავს ტელეფონი,

ავიღე ყურმილი,
- ალო !
მე გისმენ!-
პასუხი არ არის...
ძვირფასო, ვიცანი
მე შენი დუმილი,
შენგვარი დუმილი
არ იცის არავინ.
კვლავ რეკს ტელეფონი,
--------ალო!
მე გისმენთ!-
ჩავძახი გარკვევით...
ძვირფასო,
ძვირფასო,
შენ დუმხარ ისევ
და ამით ყველაფერს
მელაპარაკები.
ნოდარ გურეშიძე

0 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor