მარტოობისას რომ მოეცა შენი სურათი
იღბალს, შენამდე ოკეანეს გადავცურავდი.
გული ამიგე გელათად და სული მეტეხად,
რომ გულგრილობა ხერხემალში გადამეტეხა.
მე მუდამ შენთვის ვკითხულობდი, შენთვის ვწერდი და
მთელი გრძნობები ამომქონდა შენთვის მკერდიდან.
მექვესკნელება შენს თვალებში ლაბირინთები
და შენი თმების ხეივნებში გავირინდები.
Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!