ზამთარია, სიცივეა, შემოდგომა მიდის….
- გცივა?
- კი, ძალიან…
- მოდი გავფრინდეთ…
- არა! ვერ დავთმობ…
- ვის? ან რას?
- სახლს….
- სახლს? რომელ სახლს? ჩვენ სახლი არ გვაქვს….
- მე მაქვს… აქ ყველგან ჩემი სახლია… სიცივე ვერ შემაშინებს….
- შიმშილი?
- ვერც შიმშილი! არ გამწირავენ, ვიღაც ყოველთვის გაიმეტებს პურის ნამცეცებს….
- კი მაგრამ რატომ წვალობ? სხვებიც მიფრინავენ მაგრამ ისევ ბრუნდებიან….
- მათ არ უყვართ… ვერ გრძნობენ გრძნობებს…
- რამოდენიმე თვე რას წყვეტს?
- ეს თვეებია ყველაზე მძიმე… თუ გიყვარს ეს გაჭირვებისას უნდა დაამტკიცო…
- მოდი გავფრინდეთ…
- არა, ვერ მივატოვებ….
- რომ მოკვდე?
- მე იქ მოვკვდები… აქ მკვდარი კი, მკვდარიც თქვენზე ცოცხალი ვიქნები…..
- მოდი გავფრინდეთ…
- არა! თქვენ ყველგან ფრენთ… მე კი მხოლოდ აქ… მხოლოდ სახლში, მხოლოდ სიყვარულით….
- მარტო დარჩები….
- მე სახლში ვარ… სხვების გარეშეც კი აქ მარტო არ ვარ….
- მოდი გავფრინდეთ…
- არა ვერ დავთმობ…
- ვის ან რას?
- სახლს…
ზამთარია, სიცივეა, შემოდგომა მიდის…..,
- ეს თვეებია ყველაზე მძიმე… თუ გიყვარს, ეს გაჭირვებისას უნდა დაამტკიცო…
*THUMBS UP* *DRINK* *KISSED*
- არა! თქვენ ყველგან ფრენთ… მე კი მხოლოდ აქ… მხოლოდ სახლში, მხოლოდ სიყვარულით….
*ROSE* *ROSE*
დაზაფხულიც მოვა
ზამთარი მოდის, გთხოვთ შემიფაროთ პირველი მერცხლის შემოფრენამდე ... :)