irakli cacxiani
38, Hanover, Germany

მე არ მინდა გეგონოთ ველური მგელი , ან მონადირე ნადირის მკვლელი , ერთი ბიჭი ვარ სიმართლის მთქმელი , ... ჩემი ცხოვრების ბილიკის მხვნელი. სიკეთის გზებისგავხდი დამგები , ყველა ღარიბის დარდის გამგები , სიკეთისათვის მუდამ ავდგები სიკვილის შემდეგ ღმეერთთან წარვდგები. მაშინ გავიგებ ყველა ჩემს ცოდვას , მაგრამ ამაოდ დავიწყებ ბოდვას , ხალხნო ჯობია ერთურთის ხოცვას , ეკლესიაში შევუდგეთ ლოცვას . მივუტევებ და მიმეტევება , თუნდ იყოს ჩემი მოსისხლე მტერი , მე მიყვარს ჩემი ქართველი ერი და მათთვის მუდამ სიკეთით ვმღერი. ზოგ კაცს ღვთის შიში მაშინ უჩნდება , როცა სიკვდილი გაუღებს კარებს , და მაშინ ხვდება მაშინ ჩუმდება როცა მიქელა შემოჰკრავს ზარებს. ზოგს კი ღვთის შიში მუდამ თანა სდევს , ის სიკეთესაც დათესავს გულით და რომ მოკვდება ღმერთთან წარდგება პირნათელი და მსუბუქი სულით .

0 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes