მჭირდები.
34, Tbilisi, Georgia

გაცვეთილი ფრაზები...აზრდაკარგული სიტყვები
უაზრო ფიქრები
მე შენ მჭირდები...
ჰაერივით,უსათუოდ უმალ მჭირდები,
მჭირდები მაშინ როცა სული დამიმძიმდება
მჭირდები მაშინ როცა უშენოდ დღე არ მჭირდება.
გონებას ვკარგავ მე უშენოდ არავარ აქ და...
აი სხვაგან ვარ...
ეს არ ჰგავს ადგილს სადაც შენ გნახავ,
შენ აქ არახარ...: (
სითეთრე ირგვლივ,ანგელოზები?
ღმერთო სადავარ?
ნუთუ აღარ ვარ?
შენ რომ დამტოვე...მეც მიგატოვე?
არა არა და ...აი ისევ
ისევ აქავარ...
შენ კი არ ჩანხარ...
მე კი მჭირდები
როგორც ზამთარს თოვლი და სუსხი,
მჭირდები ისე,როგორც გაზაფხულს ვარდის სურნელი
მჭირდები ისე როგორც ფოთლები, შემოდგომის წვიმიან ღამეს,
ისე მჭირდები როგორც ვარსკვალავი სჭირდება ღამეს...
ისე მჭირდები როგორც ზაფხულის ცხელი დღე ზღვაზე.
შენ კი არ გესმის
შენთან ვერ მოვლენ ჩემი სიტყვები
და ვერ გაიგებ...
ვერ გაიგებ როგორ მჭირდები...!!!

4 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes