ეს დღეც გავიდა . . . ისე, რომ არ გამხსენებიხარ
34, Tbilisi, Georgia

ეს დღეც გავიდა . . . ისე, რომ არ გამხსენებიხარ . . .
აღარ მათრთოლებს შენს სარკმელში გამონათება.
რაც გინდა, მოხდეს, დახშულია გულის კარები,
აღარაფერი არც მახარებს, არც მედარდება.

ვეღარ ამღერებს ჩემს გიტარას აკორდთა ცეკვა,
ფრთებმოკეცილი მუზა კლდეზე ჩუმად ისვენებს
და ხვალინდელის უსასოო ბუნდოვანება
გამთენიისას თვალახელილს ღაწვებს მისველებს.

აღარ დაგეძებ ცხადში, ძილში
–– თავს დაღლას ვატყობ.
აღარ მიყვარხარ, მაგრამ ზოგჯერ
რატომღაც გნატრობ . . .

6 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes