არ გინდა ყოველ გაღვიძებაზე ერთად ვხვდებოდეთ მზეს და ალიონს,
და მზის საოცარ გაღიმებაზე, რომ დაგეწაფო, ისე დაგლიო,...
ბალიშად ჩემი ხელები გქონდეს, ბავშვივით ოდნავ მაინც მორცხვობდე,
სადღაც შორს ქარი გიჟივით ქროდეს და ერთმანეთის ფიქრით ვცოცხლობდეთ...
...
რომ ერთი გვქონდეს დღეცა და ღამეც... და ერთმანეთის უხმოდ გვესმოდეს,
რომ აღარაფრად გვიღირდეს წამი, ყოველი წუთი, ჩვენ რომ შევცოდეთ...
კვლავ გამაგიჟოს შენმა სურნელმა, შენი სხეულის ცეცხლით ვიწვოდე,
რომ მომიაროს აზრმა სულელმა... და რას ვაკეთებ რომ არ ვიცოდე...
რომ აღთქმა დავდოთ ძალიან მოკლე, რომ ჩვენი გრძნობა იქნება წმინდა,
რომ არ შემეძლოს უშენოდ მოვკვდე... და შენც უჩემოდ არ მოკვდე მინდა...
ar maxsovs sad cavikitxe an ase dzalian rad shemikvarda...
ესეც კარგია
მე ვიცი