09.04.2011
;););)
32, Tbilisi, Georgia



ღამის ბარი, ნელი ბლუზი,
სიგარეტის ბოლი,
სხედან ერთად სხვისი ქმარი
და სხვა კაცის ცოლი...
ცოტა ლექსი, ცოტა ღვინო,
ბევრი - ვიოლინო,
- გთხოვ, ნუ ფიქრობ ნურაფერზე,
- გთხოვ, არ მოიწყინო...
დღეა უფრო საქმიანი,
უქმი არის ღამე.
- ხვალ იფიქრე, საყვარელო,
დღეს მითხარი რამე...
ღმერთმა უწყის, ვინ ვის ეძებს,
ვინ ვისია სწორი,
იქვე, გვერდზე, მაგიდასთან
აიტუზა ჭორიც...
სხვისი ქმარი, სხვისი ცოლი,
მაინც, მუდამ ორი.
კაცი ისევ ცოლთან მივა,
ქმართან წავა ცოლიც...
ბარი დილით იკეტება,
არც ვინ რჩება ბარში,
ასეთია, ეს ცხოვრება
ვრჩებით ბარი-ბარში

2 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes