ფსიქოლოგიური ტესტი.......
37, Kobuleti, Georgia

ადამიანის ფსიქიკის ტესტირების ცოდნა, ძალიან სასარგებლო რამაა ცხოვრებაში. ნებისმიერ კომპანიაში ჩაატარეთ ტესტი, რისთვისაც მხოლოდ კალამი და ფურცელი დაგჭირდებათ და ჩათვალეთ, რომ იმ წუთიდან ყველაზე საინტერესო ადამიანი გახდებით და მთელი ყურადღება თქვენსკენ იქნება მომართული. ხშირად რჩევისთვისაც მოგმართავენ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ადამიანის ფსიქიკა სახუმარო საქმე არაა და სიფრთხილით მოეკიდეთ ამ საქმეს. ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენის შემდეგ, ილაპარაკეთ იმაზე, თუ რას ხედავთ, ოღონდ ეცადეთ უსიამოვნო ფაქტებს თავი აარიდოთ, უბრალოდ სიფრთხილე გამოიჩინეთ, “სიფრთხილეს თავი არ სტკივაოხომ იცით

გირჩევთ პრაქტიკა თქვენსავე თავზე და ახლობლებზე გაიაროთ. აიღეთ ფურცელი და კალამი, უპასუხეთ 6 კითხვას, ხოლო შემდეგ გადახედეთ პასუხებს:

1. აირჩიეთ ნებისმიერი ციფრი 1-დან 9-მდე, 8-ის გარდა

2. ჩამოთვალეთ 5 ფერი. დაიწყეთ საყვარელი ფერით

3. ჩამოთვალეთ 5 ფილმი

4. ჩამოთვალეთ 5 მომღერალი/ ჯგუფი/ მუსიკოსი

5. დახაზეთ რამდენიმე უბრალო გეომეტრიული ფიგურა (5 მაინც)

6. დახაზეთ რთული გეომეტრიული ფიგურა, რომელშიც ჩახაზული იქნება რამდენიმე უბრალო გეომეტრიული ფიგურა

ახლა კი გავშიფროთ:

რიცხვები:

1 – ყველგან პირველობას ცდილობს

3,7 – მისტიციზმისკენ აქვს მიდრეკილება

5 – “ხუთოსანია” – ყოველთვის ქებას ითხოვს

9 – პესიმისტია

ფერები:

წითელისექსი, ვნება

ყავისფერიგადამწვარი ვნებები

ვარდისფერისექსი, შიშველი სხეულისფერი

შავიმელანქოლია, ფანტაზიის შეუზღუდავი უნარი

ნაცრისფერიმოწყენილობის ფერი

თეთრიჩიხი, გამოუვალი მდგომარეობის ფერი

მწვანესიხარულის ფერი, ენთუზიაზმი, სასარგებლო ფერი

ყვითელიმონატრების ფერი

ლურჯიმეოცნებე

ცისფერი – “ლაითიმონატრების ფერი

იასამნისფერისექსზემეოცნებე

კინოფილმები:

ამ ფილმების გმირები, არიან მისი იდეალები, მას უნდა მიბაძოს. თქვენ მიხვდებით თუ ვინ უნდა რომ იყოს თავის წარმოსახვაში. დაელაპარაკეთ ამ ფილმებზე, დამიჯერეთ, ძალიან ბევრ ინფორმაციას შეაგროვებთ.


მუსიკოსები:

დააკვირდით რიტმს, ეს ტემპერამენტის მაჩვენებელია. საყვარელი მუსიკით მიხვდებით თუ როგორ გარემოში გაიზარდა და როგორი გემოვნება აქვს.

გეომეტრიული ფიგურები:

უბრალო ფიგურებისამკუთხედი, ოთხკუთხედი, კვადრატი, წრე. თუ არ დახაზა უბრალო ფიგურა და დახატა მაგ. სპირალი, .. მას კომპლექსები აწუხებს.

სამკუთხედიასოცირდება პატივმოყვარეობასთან

კვადრატითავისუფლება

წრერაღაც სასიამოვნო, მრგვალი. ასოცირდება ფიზიკურ სიამოვნებასთან.

დააკვირდით თუ როგორი თანმიმდევრობით არის დახაზული ეს ფიგურები. მაგ: თუ პირველი ან მეოთხე სამკუთხედია, .თავისი თავი უყვარს და თუ ბევრი წრეებია, .. სექსუალური მანიაკია

რთული გეომეტრიული ფიგურა დაგეხმარებათ უფრო კარგად გამოიკვლიოთ ადამიანის ფსიქიკა. დააკვირდით რომელი ფიგურები დომინირებს.

გისურვებთ წარმატებას

17 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes