ვიწამოთ ღმერთის
33, Tbilisi, Georgia

ხალხმა დაკარგა ის ერთად-ერთი,
აღარ სწამთ არავის უფალი ღმერთის,
კაცთმოძულენნმა ისწავლეს ცოცვა,
და დაივიწყეს ხატის წინ ლოცვა.

სიცოცხლის მანძილზე მალულად ცხოვრობენ,
ბოროტ ტრაგედიას კეთილად გლოვობენ,
იზიდავთ სუსტების ჩაგვრა-დამონება,
გაეხსნას ყველას თვალი და გონება.

ღმერთო შენ მოგვეც ცოდვილთა კვალი,
რათა მოვიხადოთ ჩვენ ჩვენი ვალი,
გვჯეროდეს გვწამდეს მით უფრო მეტის
და გვეშინოდეს მაღალი ღმერთის.

ნუ მივეცემით ცხოვრების მაღლობს,
ჩვენს სულში ყოველთვის ეშმაკი სახლობს,
არ დავემონოთ ნუ მივცემთ ნებას,
ნუ გავიმეორებთ ედემის მცნებას.

უბადრუკთ ახარბებთ სიმდიდრე ფულით,
ვიყოთ მდიდარნი კეთილი გულით,
მაცხოვარმა სთქვა იყოს მშვიდობა,
ჩვენ კი რატომღაც ეს არ გვინდოდა.

ლამაზო ბუნებავ მაღალი მთისა,
შენ დაგვიფარე დედაო ღვთისა,
ამ ქვეყნად ცოდვილნი სად აღარ არიან,
ყველას მიუტევე წმინდაო მარიამ.

9 views
 
Comments
nuca123 18.09.2011

ამ ქვეყნად ცოდვილნი სად აღარ არიან,
ყველას მიუტევე წმინდაო მარიამ.

Blog
Blogs are being updated every 5 minutes