კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე
37, Tbilisi, Georgia

კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე,
რომლებიც უყვართ
კედელი არასოდეს ინგრევა ნესტით,
როდესაც თბილა
მზეს უდიდესი ღვარძლი აქვს გულში
და სიცხედ გვაღვრის
თვალები გაცილებით მეტს ღალატობენ
ვიდრე ტუჩები
მთვარე სიყვარულს კი არა, ქაოსს
იწვევს,
სენტიმეტალიზმი ისევე მომაბეზრებელია
როგორც დედის ზრუნვა (დროგამოშვებით)
ფილტვებში ჟანგბადი კლებულობს
როდესაც კოცნი...

და მაინც

კაცები ყოველთვის ფიქრობენ ქალებზე
რომლებზეც არ საუბრობენ..
ვერცერთი კედელი ვერ უძლებს სინესტეს,
როცა არ თბილა,
მზეს რომ ღვარძლი არ ქონდეს
გავიყინებოდით..
ტუჩები იშვიათად მაგრამ მნიშვნელოვნად
ღალატობენ!
იდილია მხოლოდ მთვარის არარსებობისას
დაიშვება.
დედის ზრუნვა მომაბეზრებელია
(დროგამოშვებით)
მაგრამ აუცილებელი..
თუ ჟანგბადი გაკლია-
აკოცე!!!

1 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes