მგელი
37, Tbilisi, Georgia

მე ხომ მგელი ვარ თავისუფალი,ვერ შემაშინებს შიმშილი, თოვა,ჩემი კანონი მუდამ კანონობს,ჩემს ძმობაში ხომ არ არის მტრობა.როცა ზამთარში ფარას ვეწვევი,თქვენ კი ძაღლებო დამხვდებით ავად,მუდამ გახსოვდეთ რომ მე გჯობივართ,ჩემი ბილიკი არის თქვენს ხატად.თქვენ ძაღლები ხართ მოღალატენი,საჭმლის გულისთვის ხალხს ემონებითთუ კი პატრონმა ზურგი გაქციათ,წახვალთ და უცხოს მიეკედლებით.მე კი არავის შევცქერ ხელებში,მე ჩემით გამაქვს ცხოვრების ლელო,ამიტომ მიყვარს მე ჩემი ჯიში,თქვენ გენაცვალეთ იცოცხლეთ მგლებო.მე არ მაშინებს თქვენი სიმრავლე,თქვენი პატრონის ნასროლი ტყვია,მე შეიძლება ბრძოლაში მომკლათ,ვერ დამაჩოქებთ მე მგელი მქვია

15 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes