ჩემო რიჟრაჟო ცისკარო, ყვავილთა  მწყემსო ქალაო.
46, Tbilisi, Georgia

ჩემო რიჟრაჟის ცისკარო,
ყვავილთა მწყემსო ქალაო
მწვერვალთა მხრებზე დახრილა
მაგ ლამაზ თვალთა მარაო.
შენითა ხარობს ეს გული
დარდები გადიყარაო,
შურთხების ტურფა დობილო
გიმღერებ რატო არაო.
აიმით გეძებ მუდამა
თვალშურთხო, ლამაზტანაო,
მაგ თვალთა ისარმა დამჭრა
ციდან მზის სხივთა მპარაო,
საწვიმარ ნისლებს წამოვშლი
მთებს იქით გადავლალაო
ნუმც გნახავ თვალცრემლიანსა
გფარავდეს უფლის ძალაო!

1 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes