არსებობს თუ არა ღმერთი?
42, Tbilisi, Georgia

არსებობს თუ არა ღმერთი?
დღეს, 10:49

ერთხელ ერთი კაცი სადალაქოში მივიდა,რათა თმა და წვერი მოეწესრიგებინა.დალაქსა და კლიენტს შორის საინტერესო საუბარი ჩამოვარდა.

-არ მჯერა ,რომ ღმერთი არსებობს-თქვა დალაქმა.

-რატომ ფიქრობთ ასე?-ჰკითხა კლიენტმა.

-რატომ და მოდი აგიხსნი,გავიხედოთ გარეთ,ღმერთი,რომ არსებობდეს განა იქნებოდა ამდენი ავადმყოფობა,მიტოვებული ბავშვი?ის ,რომ არსებობდეს ტკივილიც კი აღარ იქნებოდა.

კლიენტი დაფიქრდა მის სიტყვებზე,მაგრამ არ შეეკამათა,როცა მოწესრიგდა ადგა და სადალაქოდან გავიდა.ქუჩაში იქვე ერთი კაცი შენიშნა,რომელსაც გრძელი ჭუჭყიანი თმა ჰქონდა და წვერიც გასაპარსი.ის ისევ შებრუნდა სადალაქოში და დალაქი გარეთ გამოიყვანა.

-იცით დალაქები არ არსებობენ-უთხრა მან.

-როგორ შეგიძლიათ ამის თქმა,მე აქ არ ვდგავარ?მე არ შეგჭერით თმა და წვერი რამოდენიმე წუთის უკან?

-არა,არ არსებობენ-კვლავ გაუმეორა კლიენტმა და ქუჩაში მდგომ მაწანწალაზე მიუთითა-თქვენ რომ არსებობდეთ ქვეყნად ასეთი გრძელთმიანი და გაუპარსავი ხალხი არ ივლიდა.

-ხო მაგრამ,ისინი არ მოდიან ჩვენთან-მიუგო დალაქმა.

-გეთანხმები,ასეა ღმერთის შემთხვევაშიც.უბრალოდ ადამიანები არ ეძებენ და არმიდიან მასთან,სწორედ ამიტომაა ამდენი უბედურება და ტანჯვა.


17 views
 
Comments
vano13 25.08.2012

:-)

Blog
Blogs are being updated every 5 minutes