09.03.2015
ainshtaini:)
42, Tbilisi, Georgia

მეცნიერი კარგად უკრავდა ვიოლინოზე, ბევრს კითხულობდა.

ჩვენ შევკრიბეთ აინშტაინის 20 ცნობილი ფრაზა, რომელთა გენიალურობაშიც ეჭვი თითქმის არავის ეპარება.

– არსებობს ორი უსასრულობა: სამყარო და სისულელე, თუმცა, პირველის შესახებ დარწმუნებული არ ვარ.

– მხოლოდ სულელს სჭირდება წესრიგი – გენიოსი ქაოსზე ბატონობს.

– თეორია არის, როცა ყველაფერი ცნობილია, მაგრამ არაფერი მუშაობს. პრაქტიკა კი, როცა ყველაფერი მუშაობს, მაგრამ არავინ იცის რატომ. ჩვენ კი თეორიასა და პრაქტიკას ვაერთიანებთ: არაფერი მუშობს… და არავინ იცის რატომ!

– არსებობს ცხოვრების ორი ხერხი. პირველი: სასწაული არ არსებობს. მეორე: თითქოს ყველგან სასწაულია.

– განათლება არის ის, რაც სკოლაში ნასწავლის დავიწყების შემდეგ რჩება.

– არ ვიცი, რა იარაღით იბრძოლებენ მესამე მსოფლიო ომის დროს, მაგრამ მეოთხეში – ჯოხებითა და ქვებით.

– ეს სიგიჟეა: აკეთო ერთი და იგივე და განსხვავებულ შედეგს ელოდო.

– წარმოსახვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა. ცოდნას საზღვარი აქვს, როცა წარმოსახვა მთელ სამყაროს ფარავს.

– ვერასდროს გადაწყვეტ პრობლემას, თუ ისე იფიქრებ, როგორც ისინი, ვინც ეს პრობლემა შექმნა.

– ვისაც საკუთარი შრომის შედეგების ხილვა უმალვე სურს, მეწაღეობა უნდა დაიწყოს.

– ცხოვრება ველოსიპედის ტარებას ჰგავს. წონასწორობის შესანარჩუნებლად მუდამ უნდა იმოძრაო.

– ყველამ იცის, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ მოდის ვიღაც, რომელმაც ეს არ იცის და სწორედ ის აკეთებს აღმოჩენას.

– გონება, რომელიც ერთხელ მაინც გააფართოებს საკუთარ საზღვრებს, ძველს არასდროს დაუბრუნდება.

– თუ ბედნიერი ცხოვრება გსურთ, მიზანს უნდა იყოთ მიბმული და არა ადამიანებს ან ნივთებს.

– წარმატების მისაღწევად არ უნდა მიილტვოდეთ, არამედ უნდა ეცადოთ, რომ თქვენს ცხოვრებას აზრი ჰქონდეს.

– ერთადერთი რამ, რაც სწავლაში ხელს მიშლის, მიღებული განათლებაა.

– ადამიანს, რომელსაც არასდროს დაუშვია შეცდომა, ახალი არაფერი გაუსინჯავს.

-თუ არ შეგიძლია, ეს საკუთარ ბებიას აუხსნა, მაშინ თავადაც არ გესმის.

5 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes