..............................
45, Saint-Pierre-la-Garenne, France

გიტირიათ?

-მე მიტირია, ხანდახან სიხარულითაც მიტირია, მაგრამ ეს მხოლოდ ხანდახან. ბევრჯერ მომნატრებია სიხარულის ცრემლები, მაგრამ რაღადროს სიხარულია...


-გყვარებიათ?

-მე მყვარებია, ძალიან მყვარებია, გამიგია როდესაც ადამიანი გიყვარს, სამყარო სხვანაირი გეჩვენება,ამქვეყნად არაფერი გწყინს, ყველაფერი გიხარია, თვალები გიბრწყინავს და გგონია რომ ყველაზე ბედნიერი შენ ხარ. მაგრამ საკმაოდ ძნელია როდესაც ამ ბედნიერებას კარგავ, ბედნიერების დაკარგვით ხომ უბედურების დაწყებას ეგებები...


-გიოცნებიათ?

-ძალიან ბევრი მიოცნებია, ყოველთვის იმაზე ვოცნებობდი რაც არასდროს იქნებოდა,ამიტომ დარჩა ოცნება ოცნებად...


-დაგიკარგავთ?

-მე დამიკარგავს,ხანდახან მგონია მთელი ცხოვრება დავკარგე ერთი ადამიანის დაკარგვით, მგონია ყველა ადამიანმა დამივიწყა, თუმცა ეს უბრალოდ მგონია…..


-გიპოვიათ?

-მე მიპოვია მაგრამ ალბათ იმიტომ ვიპოვე რომ დამეკარგა...


-თვითმკვლელობაზე გიფიქრიათ?

-მე მიფიქრია ძალიან ბევრჯერ, როდესაც ადამიანი თავსი მოკვლას გადაწყვეტს, ამ დროს ყველაზე ეგოისტი ადამიანი ხდები. ამ დროს ყველას უარყოფ და მარტო საკუთარ თავზე ფიქრობ. ვერ ხვდები რამდენ ადამიანს შეიძლება ატკინო გული… იმ ადამიანებს რომლებსაც ყველაზე მეტად უყვარხარ. როდესაც თავის მოკვლას გადაწყვეტ და ამის მეტნაკლებად განხორციელებას ცდილობ, სწორედ მაშინ ყველაზე მეტად გინდა სიცოცხლე….


-რა არის სიცოცხლე?

-სიცოცხლე ცეცხლს მიაგავს, მისი დასაწყისი ალია ხოლო დასასრული კი ფერფლი, მაგრამ ვისთვის როგორ… ზოგის სიცოცხლე აალებასაც ვერ ასწრებს….


ხანდახან ყველაზე რთული იმ კითხვაზეა პასუხის გაცემა რომლის პასუხიც, ყველაზე უკეთ იცი...

ხანდახან შეიძლება ისე მოგენატროს ადამიანი რომ, იფიქრო დრო ცოტა უფრო გაიწელოს სანამ ნახავ, რადგან ეს მონატრება გსიამოვნებს...

არსებობს წუთები როდესაც ყველაზე მეტად გიყვარს და ამ დროს, ყველაზე მეტად გეჯავრება...

ხანდახან ფიქრობ რომ სრულიად შეიცვალე, მაგრამ ადამიანები არ იცვლებიან, უბრალოდ ცხოვრება იცვლება...

დრო ვერასდროს დაგვავიწყებს ვერც დიდ ტკივილს, და ვერც დიდ სიხარულს...

7 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes