ME DAVAMTAVRE SIYVARULIS DAMARCVALEBA
45, Saint-Pierre-la-Garenne, France

მე დავამთავრე სიყვარულის დამარცვალება,
მე დავამთავრე ჩემი გულის გარდაცვალება,
ის სიყვარული დავამთავრე მე რომ მიყვარდა
და ისიც თითქოს ყველაფერი გრდზნობით,
არ მემეტები, მაგრამ რა ვქნა არც შენ დამინდე,
არც ერთი სიტყვა სიყვარულის მე არ გამინდე,
მე ქარავნებით მოგიზიდე ლამაზი ბედი,
შენ კი შავ-თეთრად შემიღებე ცხოვრების ხედი,
მე ვოცნებობდი დაეხატე უფუნჯოდ მხატვარს,
რომელიც ჩემში იმალება და სულ შენ გხატავს
სულ ის მინდოდა მოსილიყო შენთვის ზამთარი
რომ ჩემ სხეულში მომეძებნე სადღაც გამთბარი,
სულ ის მინდოდა მიყვარხარო ჩემთვის რომ გეთქვა
და ამ სიტყვებით ჩემი გრძნობა რომ დაგესეტყვა,
ბევრი მინდოდა ალბათ ბევრი რაც არ მერგება რაც არ მეკუთვნის,
ის ხომ მაინც არ შემერგება
შენ არ გამტყუნებ,ყველაფერი ჩემი ბრალია,
რომ არ გიყვარდი ჩემთვის ხომ არ დაგიმალია,
მე ვარ ასეთი შენ რას გერჩი ყველას ხიდი ვარ,
ყველა ზედ მივლის მაგრამ თავად საით მივდივარ?,
ჩემთვისაც არის სადღაც გზები, მაგრამ ვერ ვხედავ,
ან ბრმა ვარ ან და კიდევ წასვლას ვერ ვბედავ
რომ წავიდე მერე რა ვქნა ვის მიგაბარო
ნუთუ ერთხელ არ ჯობდა გეთქვა მიყვარხარო?
იქნებ არ ჯობდა რადგან ენა არ აგიმღერდა,
ალბათ სხეულში შენი გული ვერ მიმიღებდა,
ალბათ დაგღალე, და ამიტომ აგარ გინდივარ
სწორედ ამიტომ სიყვარულო შენგან მივდივარ!.

3 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes