megobris wuxili
45, Saint-Pierre-la-Garenne, France



ხან მონატრების ჩუმი სევდა მოგიკაკუნებს,
ხან მარტოობის აჩრდილები დაგესევიან,
მაგრამ იცოდე, არ დანებდე იმათ მარწუხებს,
არ დაემონო არასოდეს ფიქრებს სევდიანს.

ის არ იფიქრო ქვეყანაზე თითქოს მარტო ხარ,
თუ ზოგჯერ გიწევს პრობლემებთან მარტოს ჭიდილი,
მაშინაც შორს ხარ მეგობრისგან, როცა ახლოს ხარ,
მას კი გულს უკლავს შენს თვალებზე ცრემლის ციმციმი.

მაშინ, როდესაც გგონია რომ დაცემული ხარ,
უნდა წამოდგე ფერფლისაგან როგორც ფენიქსი,
ერთი იცოდე, ღმერთთან ერთად შენს გვერდში ვდგავარ
და ერთსღა გეტყვი მეგობარო: "აბა შენ იცი!".

3 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes