14.12.2013
fikri
45, Saint-Pierre-la-Garenne, France

და ასე, იკრეფს სულიერ შვილებს,
გარდაქმნის გულებს და აერთგულებს,
ცვლის მერიდიანს, მთელს სამყაროს ცვლის,
და თან არაფერს არ გაიძულებს.

ყოველი ფიქრი ერთვის ოცნებას,
ის კი სამყაროს ეკვრის ლოცვებად,
და გაოცება სულს ეხორცება,
როცა სიმაღლეს ითვლი კოცნებად !!!

მიყვარხარ! – მხოლოდ ერთი სიტყვაა,
რომელიც ესე – მარტივად ითქმის,
მოიცავს მთელს შენს ცნობიერებას
და სულ სხვა, ფერად სამყაროს გიქმნის.

მიყვარხარ! როგორ აგიხსნა სიტყვით?!
გრძნობა, რომელზეც ვილოცო მინდა.
ოდესღაც თვითონ ღმერთმა მაღალმა
სიყვარულისგან შვა სული წმინდა.

გრძნობა, რომელიც უფლისგან მოდის
და ეს გრძნობაა თვითონ უფალი
მხოლოდ ახლა ვარ მე ბედნიერი,
როცა არ მქვია "თავისუფალი"
მიყვარხარ! – მხოლოდ ერთი სიტყვაა,
სიტყვა, რომელიც ცხოვრებას გიცვლის!

/გიორგი სუბელიანი/

0 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes