დაგხატავ..
41, Tbilisi, Georgia

დაგხატავ...
ბუტია შტრიხებით სახეზე,
თვალებში მყვირალა
სიჩუმის დუღილით...
ქალი ხარ,
ბუნება სადედოდ გაქეზებს
და შენში ჩატეულ
ანგელოზს ვუღიმი.
ბრაზობ და ცის ტილო
ხაზებად იხევა...10491084_628351527260531_167605083771566657_n.jpg
ვინთები წარბებს რომ
მოზიდავ სამშვილდეს,
მე შლეგი რითმების
ქავი და ციხე ვარ
და შენი სისუსტე
მამღვრევს და მამშვიდებს.
მსუბუქი მონასმით
დავხატავ ჩუმ ფრაზებს...
(მეც მიკვირს,
ეს ფონი ნეტავ რამ დაჰბადა)
ღიმილით გაწყობილ
სიცოცხლის სუფრაზე,
როგორ ზის სიკვდილი...
უცვლელი თამადა.
ეს კონტრაპუნქტია
(უბრალო შემთხვევა)
ან ყოფნა რა არის,
არყოფნა რომ არა...
ნიავით სამკალი
კულული გეხვევა,
შეგეხო ტუჩზე
და ღიმილი მოგგვარა.
დავბრუნდეთ ტილოსთან...
ზაფხულის მზის დარო,
დათრაშულ ღამეთა
ძოწო და აქატო...
ღიმილი დამალე...
რატომღაც მინდა რომ
სახეზე ბუტია
შტრიხებით დაგხატო.

საშა გველესიანი

41 views
 
Comments
MaR 06.07.2014

ღიმილი დამალე...
რატომღაც მინდა რომ
სახეზე ბუტია
შტრიხებით დაგხატო.

საშა გველესიანი

Zviad 08.07.2014

სახეზე ბუტია
შტრიხებით დაგხატო.

xameleon 10.07.2014

დაგხატავ...
ბუტია შტრიხებით სახეზე,
თვალებში მყვირალა
სიჩუმის დუღილით...

Blog
Blogs are being updated every 5 minutes