მე შენში ვეძებ!
28, Nandaly, Australia

მე შენში ვეძებ წმინდა ღვთაებას,

სილამაზეს და ძლიერ სიყვარულს,
მე შენში ვეძებ სულიერებას,
გრძნობების კონას,
სიღრმეში ჩაფლულს.
ვეძებ სევდიანს, ვეძებ მხიარულს,
ყველგან დავეძებ შენს ლამაზ თვალებს,
ვეძებ შენს გულში სიტყვებს დაკარგულს,
რომლის გაგებაც მე გამახარებს.
მეტყვი: მიყვარხარ, მეც დავმშვიდდები,
ოგაპყრობ მზერას, ნატანჯს, გადაღლილს,
მოვალ და მაგრად ჩაგეხუტები,
მე შენში ვეძებ პატარა ადგილს.
ვეძებ მთვარეს და ვეძებ ვარსკვლავებს,
ვეძებ ბილიკებს, თოვლით დაფარულს,
ვიპოვნი, მოვალ შემოგხვევ მკლავებს,
მე შენში ვეძებ ნამდვილ სიყვარულს.

2 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes