Rate.rs
Login / Register
My profile
GuessMe
Horoscope
new
My guests
Search
Rating and comments
Blog
Pictures moderation
Quizzes
Settings
როცა დავშორდით...
13.07.2014
xameleon
47, Batumi, Georgia
როცა დავშორდით მაშინ
დუმილითა და ცრემლით,
დიდხანს მწუხარე დავრჩი,
გაიყო გული ჩემი...
ყინვამ წაგართვა ფერი,
ესოდენ ცივი კოცნაც,
მენიშნა ყველაფერი
და განშორების მოს
ვლაც...
როცა დამეცა ცვარი,
დილით მხურვალე შუბლზე,
ვიგრძენი რაღაც ავი
და ახლაც მადევს გულზე.
ვხედავ გატეხე ფიცი,
გამოჩნდა შენი სახე,
შენი სახელიც ვიცი,
მისი შერცხვენაც ვნახე...
მათ ჩემზე ადრე გიცნეს,
გლოვის ზარები მესმა,
და გული ვეღარ ითმენს,
ძვირფასი იყავ ერთხანს.
ბევრმა არ იცის, ვხედავ,
ეს ნაცნობობა ჩვენი,
დიდხანს ვინანებ ნეტავ?
არის სათქმელად ძნელი...
ჩვენ საიდუმლოდ შევხვდით
და ძლიერ მტკივა გული,
აღარაფერი მეთქმის,
მატყუებს შენი სული.
თუკი ოდესმე გნახე,
გავწირე თავი ჩემი,
როგორ გავაღებ ბაგეს,
დუმილითა და ცრემლით?...
Like! 1
5 views
Comments
There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!
Blog
New posts
My blog
+ Write post
Blogs are being updated every 5 minutes
×
There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!