ქალის ღიმილი მრავლის მომცველი,
ის ხშირად არის თვალის მომჭრელი,
ბევრი გრძნობების არის დამტევი
ამავდროულად ბევრის აღმძვრელი,
თავბრუს დამხვევი, ტვინის ამრევი,
სისხლის ამჩქეფი გულის გამგლეჯი,
სევდის გამგდები სითბოს დამტევი
ო როგორ მიყვარს მე ამის ცქერა
და ამ ყველაფრის განცდა წამებში,
ტანს რომ დამივლის მე ჟრუანტელი...
There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!