''''''''''''''''''''''''
35, Tbilisi, Georgia

მე შეგქმენი ჩემს წარმოსახვაში. სინამდვილეში არასდროს ყოფილხარ ჩემთან. მე გამოგიგონე. სულის შეძვრამდე შეგიყვარე, მერე მიგატოვე, მიგატოვე,რადგან ვერ შევძელი შემენარჩუნებინე. ერთადერთ გზად შენი მიტოვება მივიჩნიე. მე ვიცი რამდენად დიდი შეცდომა დავუშვი და მაინც ახლა სულის ტკივილამდე მინდა შენთან. მინდა გრძნობდე იმას, რასაც მე ვგრძნობ, სხვანაირად შეუძლებელია ჩემი გაგება სცადო.
ალბათ არ უნდა ვწერდე, არ უნდა ვიყო ასე დამოკიდებული შენზე, მაგრამ არ შემიძლია, უსუსური არსება ვარ საკუთარ თავთან. როცა პირველად შეგხვდი ვერ მივხვდი, რომ სამუდამოდ ჩარჩებოდი ჩემს გონებაში.
წლები გავიდა მას შემდეგ და მიუხედავად ამ წლებისა მე მაინც ვცადე შენთან მოსვლა, ვცადე შენთან დალაპარაკება, ვცადე ამეხსნა, თუმცა მე ვიცოდი, რომ ეს დროებითი იყო. მთავარია მე ვცადე!
და ახლა ისევ მენატრები.
შეიძლება ყველაფერი აირიოს, მაგრამ შენ ჩემს გონებაში არასოდეს აირევი....

67 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes