09.11.2018
......
35, Tbilisi, Georgia

- რამდენ ადამიანს ვხვდებით ჩვენი ცხოვრების მანძილზე.. გიფიქრიათ იმაზე რომ ცხოვრებაში ყველას თავისი როლი აქვს სათამაშო? რამდენს გვაძლევენ ისინი და რამდენი მიაქვთ ჩვენგან.. ზოგი რჩება მაგრამ არაფერს გვაძლევს, ზოგი კი ადრე მიდის ჩვენგან მაგრამ მისგან შეძენილი გამოცდილება შეიძლება მთელი ცოვრების მანძილზე გაგვყვეს. ზოგი რა ადრე გვავიწყდება, ზოგი კი რამხელა კვალს ტოვებს.. ერთ პიროვნებას შეუძლია შენი მთელი სიმწრით ნაშენები ცხოვრება თავდაყირა დააყენოს. თითო ამბავს და თითო სიტყვას იმხელა გამოცდილება მოჰყვება რომ ამის გასაანალიზებლად არ გვყოფნის ადამიანებს “გადატვირთული” გონება.მადლობა იმ ადამიანებს ვინც ჩემი ცხოვრების შენებაში მიიღო მონაწილეობა, ნებით თუ უნებლიედ, მაგრამ ყველა თქვენი სიტყვა ჩემს გონებაში გამაფრთხილებლად აღიბეჭდა. თქვენი დამსახურებით ვისწავლე რა არის კარგი და ცუდი. რა მინდა და არ არა. ის, რომ მე დღეს აქ ვარ და ასე ვარ ,ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა ვინც ერთხელ მაინც შემხვედრია და უხმოდ მაინც ჩაუვლია ჩემთვის, მე კი დავფიქრებულვარ და მივმხვდარვარ რა უნდა დავაფასო ცხოვრებაში.მადლობა !

106 views
 
Comments
saubariufasoa 10.11.2018

რაღაც ნიუანსები გადახედვას საჭიროებს, მაგრამ საერთო ჯამში იდეა და წერის მიაზანი გასაგებია. გეთანხმებით, რომ უკვალოდ არც ერთი ცნობიერი წამი არ გადის ჩვენ ცხოვრებაში.
აშკარაა, რომ ჭკვიანი გოგო ხართ!
ყოჩაღ, მომეწონა!

........... ........... 10.11.2018

madlobt:)

Blog
Blogs are being updated every 5 minutes