ფულის ხარჯვა
40, Kutaisi, Georgia

ფულის ხარჯვისას არ ფიქრობ, გჭირდება თუ არა ეს ნივთი, სინდისის ქეჯნა არ გაწუხებს და შენაძენით იმდენად კმაყოფილი ხარ, რომ თანამდევ უფულობასაც მშვიდად უძლებ. ამ მანიის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი ვითარდება აბსტინენციის სინდრომი, რომელიც ვლინდება ფსიქიკურ აშლილობაში, აგრესიაში ან დეპრესიაში, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და-ავადებაში, თავის ტკივილში… რამდენიმე რჩევას მოგცემთ, რომელიც დაგეხმარებათ ამ დაავადებისგან განკურნებაში. პირველ რიგში გაითვალისწინეთ აზრი: * ,,რეკლამა არის მეცნიერება იმის შესახებ, როგორ დავუბნელოთ ადამიანს გონება, ვიდრე ფულს არ გამოვტყუებთ.’’ * გონებას ნუ დაგაკარგვინებთ წარწერები: „გაუმჯობესებული მოდელი“ და „ფანტასტიკური სიახ¬ლე“. როგორც წესი, ისინი ხარისხის გაუმჯობესებას კი არა, ფასის მომატებას მოწმობს. * გათვალე ბიუჯეტი. მაღაზიაში ზუსტად იმდენი ფული წაიღე, რამდენის დახარჯვა არც შენ დაგაზარალებს და არც საოჯახო ბიუჯეტს. ნურაფერს შეიძენ მხოლოდ იმიტომ, რომ პლანეტის მოსახლეობის 99.9%-ს ის უკვე აქვს.

1 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes