მშობლიური ენის მკვლელები
34, Tbilisi, Georgia

....

ენა დედამისწარს გავს, სიცოცხლის სავსეს, სიტყვები კი რომლეიც ამ ენაში არსებობენ ადამინებს..ისინი მსგავსად ადამიანებისა ჩნდებიან,იზრდებიან, მრავლდებიან, და ზოგჯერ კვდებიან კიდევაც რადგან კარგავენ მათ მნიშვნელობას და ფუნქციას. ხშირად მათ ძალითაც კლავენ, კლავენ მასზე მოსაუბრე ადამიანები ..

ენა ყოველთვის განიცდის ცვლილებებს, მასზე მოქმედებს ქვეყნის სოციალური თუ პოლიტიკური მდგომარეობა(შიდა თუ გარეგანი ფაქტორები). სულ რაღაც ათეული წლის წინ ქართული ენა გაივსო ბარბარიზმებით, უცხო სიტყვებით: ფეჩი,სტოლი, ტაჩკა დაკიდევ ვინ მოთვლის ამ სიტყვების ჩამონათვალს, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა. საბედნიეროდ ენამ გაუძლო,იმ დიდი ადამინების დამსახურებით რომლებმაც ენა შემოგვინახეს . და ასე სასოებით შენახული ენა დღეს საუბედუროდ ისევ საკუთარი ხალხის მიერ არის განწირული. უბრალოდ რუსული ინგლისურმა ჩაანაცვლა ინგლისურმა და გრძელდება ენის დაბინძურება: დეველოპმენტი,ლეგიტიმაცია, კრეატიული,ლაფსუსი,ეპატაჟური და ა.შ. მაშინ როცა ამ სიტყვების არა მხოლოდ ეკვივალენტი არამედ ხშირ შემთხვევაში სინონიმებიც კი მოგვეპოვებასაკუთარ ენაში, მიუხედავად ამისა მაინც ვაბინძრებთ ასე სასოებით შემონახულ ენას.

რაშია ხსნა ქართული ენი ?! ვფიქრობ ერთადერთი გააზრებაში, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი ენა სახელმწიფოსთვის. ენა იდენტურობის შენარჩუნების ერთადერთი შესაძლებლობაა, მაშიხომ ყველაზე კარგად არის შენახული ჩვენი განვითარება, აზროვნება , შესაძლებლობები . უპირველეს ყოვლისა უნდა გავიაზროთ, რომ ენას უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია და თუ ერის გადარჩენა გვინდა, ენის გადარჩენით უნდა დავიწყოთ, ენის გადარჩენა თუ გვინდა ის უნდა დავაფიქსიროთ ლექსიკონში. სიტყვის საოცარ სამყაროში ერთხელ მაინც უნდა შეაბიჯო, და არასდროს გექნება სურვილი მიატოვო ის, ამისთვის კი უბრალოდ ლექსიკონი უნგა გადაშალო და ჩაისუნთქო ღრმად მშობლიური სიტყვების სურნელი, დაინახო სიტყვებში განფენილი წარსული და გულისხელით შეეხოგამოკვეთილ დამწერლობას. საოცარია, ფურცლო და იბუტბუტო იმ ენით რომელმაც საუკუნეებს გაუძლო. ეს ენა ერთ წიგნად აკინწოს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია, მაგრამ მისის დაცვა თითეული ადამიანის ვალი.შენ ვისაც ქართველი ქვია, დაეხმარე მასდა ნუ იქცევი მშობლიური ენის მკვლელად..

სალომე გოგოლაძე

73 views
 
Comments
davit3 21.10.2017

Mware sinamdvilea rasac ambob,samwuxaroa ROM masa AMA's ver xvdeba,ROM marto enas ki Ara yvelafers artmeven DA protestis gamoxatvis survilic Ara aqvt

natomari 21.07.2013

ქართული მარტო ენაა?! -
ქართული ქართველთ რწმენაა!
ღმერთია!
ბედისწერაა!
ზღვა როა! -
იმოდენაა!
(მუხრანის ეს ლექსი ახლა თუ არის შეტანილი სასწავლო პროგრამაში ?!)

solita solita 16.02.2014

არ ვიცი )

Blog
Blogs are being updated every 5 minutes