ვისია
38, Tbilisi, Georgia

ვისია, ქალი ლამაზი, ბოლოს და ბოლოს ვისია?!
ისევ სადაო გაგვიხდა, რაც ჩემ და ჩემი ძმისია.
ჯერ რუსი შემოგვესია,მერე სხვა წამოგვისია,
სუყველამ გულზე გვიკბინა,უბეში ვინც ჩაგვისვია.
ვისია ტურფა ქვეყანა,ეს მიწაწყალი ვისია?
იქნება მართლა არ ვიცით,იქნება მართლა სხვისია.
იქნებ აფსუას ეჭირა ნაპირი შავი ზღვისია,
ანდა ქსანი და ლიახვი ოსების საბრძანისია.
ან ყიზილბაშის სამშობლო, ბოლნისი და დმანისია,
მაშინ დიდგორი რა არი, კრწანისის რა კრწანისია?
არ მოსათმენის მოთმენა ძალიან საძრახისია,
გადაგვავიწყდა ნაომრებს სისხლის გაღების მისია.
რომ აქ მხოლოდ ის ვიგუოთ, ვინც ჩვენთან ძმობის ღირსია,
რადგანაც მიწა ჩვენ ფეხქვეშ მამა-პაპათა ძვლისია.
ვისია ეს საქართველო? უნდა გაირკვეს ვისია!
მისთვის სიკვდილი, კაცებო, სიცოცხლის დასაწყისია

43 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes