mirman's blog

mirman
32, Tbilisi, Georgia


25.12.2010

თუ შემაქცევს ზურგს...წამი...
ისევ, ატირებულს მნახავ...
მე ხომ, უშენობა მძულს...
ისევ, ამატირე ახლა...

წამი...
თუ შემაქცევს ზურგს...
ცრემლით ამოვივსებ თვალებს...
ისევ, გავისიებ გულს
და დაველოდები ხვალეს...

წამი...
თუ შემაქცევს ზურგს...
წვეთი თუ ამივსებს ლოდინს...
წლებზე გადავიტან შურს,
ოღონდ, მოგეფერო როდის...

წამი...
თუ შემაქცევს ზურგს,
ცრემლით გაპოხილა დილა...
წამებს დავივიწყებ სულ,
თორემ, უშენობით გრილა...

წამი...
თუ შემაქცევს ზურგს...
ისევ, მიმატოვებ ახლა
მაინც, ამიწეწავ სულს,
მაინც, გადამრევ და წახვალ...
 


24.11.2010

იცრუო, უფრო ადვილია,
__სიმართლის თქმაა ძნელი,
ილაპარაკო ადვილია,
__აღსარებაა ძნელი,
შეცდომა დაუშვა, ადვილია,
__გამოსწორებაა ძნელი,
გული მატკინო, ადვილია,
__მოფერებაა ძნელი;
ჩემი მოსმენაც ადვილია,
__გაგება, ცოტა ძნელი,
რაღაც გამახსენო ადვილია
__რაღაც დამავიწყო, ძნელი,
კითხვებით შემაწუხო ადვილია,
__წარსულზე ფიქრია ძნელი;
ჩემს ღალატს რა უნდა,ადვილია
__ერთგულებაა ძნელი,
უკან დახევა ადვილია
__წინ წასვლა ცოტა ძნელი,
ჩემზე უარის თქმა ადვილია,
__პოვნაა მერე ძნელი,
ჩემი დავიწყებაც ადვილია,
__მონატრებაა ძნელი
 


24.11.2010

ქალი ბუნების სილამაზეა
დარში, ავდარში დაუჩოქელი
ის სიყვარულში გიჟი მარტია
და ყველა კაცის გულის მპყრობელი
ზოგჯერ წვიმაა,ზოგჯერ ქარია
სეტყვა,თოვლი და ქარიშხალია
ის ღმერთმა შექმნა სილამაზისთვის
და ალბათ დღემდე არ უნანია,
ქალი ბუნების საწინდარია
ვინ იცის რა სწყინს რა უხარია
ერთი შეხედვით კაცს დაატყვევებს
ის სიყვარულში ჯადოქარია,
ქალი უმანკო ბავშვია თოთო,
მას გაფრთხილება სჭირდება მხოლოდ
ქალი ლამაზი შველია, ლაღი
ნურვინ ეცდებით დაასვათ დაღი
ქალი სათნო და ძლიერ ნაზია
მას ალერსი და სითბო სწადია
 



მეგობრობის მადლი შეგეწიოთ,

საითაც წახვიდეთ ყველგან დაგეწიოთ...

ცხოვრების მძიმე უღელი

მარტო არასოდეს გაგეწიოთ...

და თუ გაგეწიოთ ...ბედი დაგეწიოთ.

ერთგულება და სიყვარული

გულში გქონდეთ და ცამდე აგეწიოთ...

ეკლიან გზებზე ისე გაიარეთ

ვნება არსაიდან მოგეწიოთ...

წინ გევლოთ ,უკან არ მოგეხედოთ...

თუ ჩაიჩოქებით უფალი შეგეწიოთ...

თქვენს გულში შემოპარულ ყველა გრძნობას

სიყვარულის აკვანი დაერწიოს...

ისე წარმსდგარიყავ სამსჯავროზე

უბედურება არ გეწვიოთ.



nu daecemi, suls nu itanjav, tanjva yoveltvis fiqrit iwyeba,


ifikre kargi da dainaxav, rom yvelaferi kargad ikneba!


rogorc iswavli samyaros xedvas, sheni cxovrebac ise iqneba,


guls nu gaitex, gwamdes uflisa da yvelaferi kargad iqneba!



tyuilubralod gelva da shishi, gana ver atyob, rom ar gixdeba?!


nu shishob, uflis iwame marad da yvelaferi kargad iqneba!


roca vardebi depresiashi da sheni tanjva, atyob, iwyeba,


mashin mouxme tvitshtagonebas, tkvi: yvelaferi kargad iqneba!


romc dagarwmunon: "shen igupebi, sheni sicocxlis wuti itvleba"!


rwmenas mouxme da shen ixilav, rom yvelaferi kargad iqneba!


tu codvebi gaqvs, sulit daeci, gmerti ar gtovebs, shensken ixreba,

is mowyalea yvela codvilis da yvelaferi kargad iqneba!



rodesac imeds azri agar aqvs da sheni guli…


18.04.2010

შენა ხარ წყარო, თავანკარა-მე ვარ წყურვილი,
შენა ხარ ნება-მე ვარ გზნება, მე ვარ სურვილი.
შენა ხარ სიო-სასხვისიო, მე ვარ ხანძარი,
შენ ხარ ნათელი, მე სანთელი-შენი ტაძარი.

შენა ხარ ხატი, სალოცავი-მე ვარ მლოცველი,
შენა ხარ ვაზი, მე ვენახის ფესვის მკოცნელი.
შენა ხარ ქარი, ბობოქარი, შენ ხე ხარ ნატვრის,
მე მადრიგალი, შენ-გრიგალი ნატვრის ხეთათვის.

შენა ხარ მთვარე, ღამის ვერცხლი, მე-მთვარეული,
შენ სულით-ხორცი, მე კი შენით გადარეული,
შენა ხარ მიწის სიხავერდე, შენ ხარ ჯეჯილი,
შენ ხარ სიცოცხლე, მი კი შენით გულგაგლეჯილი.

შენ ხარ ნექტარი სათაფლიის, მე ვარ იელი,
შენა ხარ თაფლი, მე-ვიღაცა გადამთიელი.
შენა ხარ სხივი მზის ხანჯლების, მე კი ვარ თოვლი,
შენა ხარ ცეცხლი, ჩემთვის მზეც-კი გამლღობი ყოვლის!


 



Blog
Blogs are being updated every 5 minutes