nargiza's blog

nargiza
33, Batumi, Georgia

მე მიყვარს შენი––რითაც შენ ხედავ,
მე მიყვარს შენი––რითაც შენ ფიქრობ,
ასევე მიყვარს ის რითაც ბედავ
რითაც დარდობ და რითაც დარდს იქრობ.
მე მიყვარს შენი ––რითაც შენ ამბობ,
რომელიც მინდა მუდამრომ ამბორ-
-ვყო და ამგვარად მე მიყვარს შენი
რითაც შენ წერ და რითაც შენ ხატავ,
მე მიყვარს შენი ორივე ხელი
და რაც სითბო მაქვს ამ ხელებს ვატან.
მე მიყვარს შენი––რითაც შენ ჩუქნი
ცხოვრებას ახალს ვიღაც მესამეს
და შენი ფართო თვალების შუქი,
მიყვარს საკუთარ სიცოცხლესავით.
რითაც შენ სუნთქავ, იღიმი მიყვარს,
მე მიყვარს შენი––რითაც შენ ზიხარ
ასე ამაყად და რითაც დგახარ
რითაც ამ ქვეყნად არავის გავხარ,
რომელთაც ჩემგან ხშირად მიყავხარ––
მოკლედ მიყვარხარ.


რად ვერ ვიპოვე მე ამ ქვეყნად ჩემი ადგილი,
ან რად დამყვება უიღბლობის ბნელი აჩრდილი.
რატომ ვერ ვაგნებ ჩემს იდუმალ ნათელ სამყაროს,
რომ ეს დარდები ღრუბლებივით ჩემგან გავფანტო.
ვის უნდა უთხრა! ვინ მომისმენს ბოლომდე გრძნობას,
ჩემი ტკივილი ჩემში რჩება და ვიცი მომკლავს.
იდუმალებით რად მოცულა მთელი სამყარო,
რად ვერ ვიპოვე გასაღები კარი გავაღო.
ცხრა კლიტედ არის ჩაკეტილი მე ამას ვხვდები
და რომ გავაღო ამ გრძნობისთვის მე სულსაც ვებრძვი.
არ დავნებდები მე ამისთვის ბოლომდე ვიბრძვი,
თუგინდ მიწოდონ"უშიშარი" და თუნდაც "ბრიყვი"
კარს რომ გავაღებ,ცხრა კლიტულსაც ბოლომდე გავხსნი,
მაშინ თამამად დავიყვირებ და ვიტყვი ხალხშიც.
ყველამ იბრძოლეთ ვისაც "გიყვართ"და იცით ფასი,
რადგან ამ ქვეყნად"ბრიყვმაც"იცის ამ გრძნობის ფასი


შენმა სიშორემ შენთან ყოფნის ფასი მასწავლა, და მონატრებამ ოცნებებში გამიყოლია, ტკბილი განცდების ყველა წუთი გამიცოცხლა და თვალწინ დამიდგა, რა ლამაზი წლები გვქონია. ხშირად მსმენია, არ იცისო მანძილი გრძნობამ, და ვერც სიშორე ვერ ავნებსო გამიგონია, მე კი უზომოდ მანადგურებს ეს სიმარტოვე, ნეტავი ბედის სასჯელია, თუ ირონია? შენს გვერდით დილა თენდებოდა ისე ლამაზად, ის სილამაზე სიზმარშიც კი აღარ მქონია, შენს თავს ვფიცავარ, უშენობამ გული მატკინა, სხვა საფიცარი დამიჯერე, არცა მქონია. გამახსენდები......ხელში ვიღებ კალამს მშველელად, და მონატრება ფურცელს ლექსად გამოჰყოლია, ხანაც თუ სახე დაგენამა გარეთ გამოსულს, ჩემი ცრემლია, შენ რა, წვიმა ხომ არ გგონია? როდესაც გნახავ ყველა გრძნობა საზღვარს გასცდება მაშინ ასაკი…


ყური დამიგდე, რადგან მზე ჩადის, მზის ჩასვლამდე უნდა მოვასწრო. ვიცი იფიქრებ - მთელი ცხოვრება, მოსწრებაზე ვარ, მაგრამ მერწმუნე, სანამ მზე ჩავა, უნდა მოვასწრო, გითხრა, თუ როგორ დავინახე გულის ტკივილი, ან გულის წასვლა, ან დაწყვეტა, ან წიგნის კითხვა, როცა საგნებად, მიიჩნევა მხოლოდ საგნები და არსებებად, არსებები მიიჩნევიან, ყური დამიგდე: გულის ტკივილს შავი თმები და შავი წარბები, შავი წვერი, თეთრი მხრები აქვს. ღონიერი, შიშველი მხრები და მესამასე სპარტელივით ბოლომდე იბრძვის! შეიძლება ითქვას არც კვდება. ის არც ზურგიდან არასოდეს მოგეპარება, ის ყოველთვის პირდაპირ მოდის, რა არ ვეცადე... მაგრამ უკან არასდროს იხევს, ხედვასავით პირდაპირია. და თუ დარწმუნდა, რომ თავისი მიღწეულია, მაშინღა რჩება და ნისლივით…


 წლები ვაგროვე....სად არ ვიარე, შენთან მოსვლა კი...დავაგვიანე... გული დარდებით გავიტიალე, მარტო ვერ ვუძლებ... გ ა გ ი ზ ი ა რ ე... ახლა შენს გულში ფიქრად ჩავსახლდდი, ...და ვერ შევძელი...მეთქვა;,,ნახვამდის,, ჰოდა,მოვედი...გაგითამამდი, სულ შენ დაგეძებ...წამის წამამდი... წლები გვაშორებს....ვერ დაგვაშორეს, ვერ მოერია დრო...ამ სიშორეს, ყველგან თან გდევდი...ვერ მომიშორე... გულთან ხარ ახლოს....და...არა...შორე... ჰოდა,მოვედი...ვერ მოვისვენე, სადღაც...შენს ახლოს.... ჩ ა მ ო ვ ი ს ვ ე ნ ე.... ვიცი...რომ მოსვლა დავიგვიანე, მარტო ვერ ვუძლებ.... გ ა გ ი ზ ი ა რ ე.... როცა პირველად შენი თვალები, ჩემს თვალებს შეხვდა, მახსოვს ვილოცე. როცა პირველად გვედით დაჯექი, - სიზმარი ახდა და გავიოცე. როცა პირველად მზერა…


მოგჩერებივარ, როგორც სანთელს და
სუნთქვასაც ვიკრავ, რომ არ გამიქრე...
შენით ჭკუიდან გადასვლა ღირს და
როგორ ვიცხოვრო, უნდა დავფიქრდე!
როგორ ვიცოცხლო ამ თვალთა იქეთ,
ამ მზერის იქეთ უკუნი ბორგავს...
ჩემს სასთუმალთან ჩამოჯდე იქნებ,
ყური მიუგდო ღამეულ ბოდვას.
და გაგონილი სახელი შენი
ტუჩს რომ მოწყდება ღამის წყვდიადში,
შენ ჯერ არ იცი მე როგორ მშველი
სულს რომ მიბრუნებ ფერთა წიაღში.
მიყვარხარ მართლა, მიყვარდი მგონი
იქედან როცა დალაგდა არე...
მოისხი მადლი, ჩემს სულთან მოდი,
დავტოვებ ღიად სარკმელს და კარებს!
წარსული დნება ფოთოლთ ცვენაში
შენ შეგიძლია დარდი დახლიჩო...
მომეცი ნება , რომ შენს მზერაში
ჩავიძირო და თავი დავიხრჩო!!


ცუდად ვარ მაგრამ ვინ დაიჯერებს, რამდენჯერ ჩუმად მომნატრებიხარ, მე შენს დანახვას სულ მუდამ ველი, როგორც ჩანს ძლიერ შემყვარებიხარ. მე მგონი უკვე მართლა გავგიჟდი, ყოველ შეხვედრას მთრთოლვარედ ველი, როცა მოდიხარ ჩემს შესახვედრად, მომხვიე შენი ძლიერი ხელი. მკერდს მიყრდნობილი მე შენს მკლავებში, დავხუჭავ თვალებს,გავირინდები, მეც რაღა მინდა ამაზე მეტი , გესმის?ოცნებავ-,,მე შენ მჭირდები,, ,,,,,, ჩემი ოცნება სულ შენ გეკუთვნის, შენა ხარ ჩემი ღამის ფიქრები, ჩემო სიცოცხლევ და სიყვარულო, მე მწამს,რომ მუდამ შენთან ვიქნები..


წარსულს უშენოდ მივტირი...
შენი ლოდინი მღლიდა...
არ მინდა შენთვის სიკვდილი...
შენთვის, სიცოცხლე მინდა...

წლები უშენოდ გაფრინდა...
დღეებს დღეებზე ვიცვლი...
არ ვიცი, შენგან რა მინდა...
მე რომ მიყვარხარ, ვიცი...

დღემდე უშენოდ ვიცოცხლე...
და მაინც, გელი, გნატრობ...
მარტომ გავლიე სიცოცხლე...
ახლაც არ ვიცი, რატომ...

ხო იცი, მე ვარ უბრალო...
ნუ მიმატოვებ, მენდე...
მადლობელი ვარ, უფალო...
ისევ რომ მიყვარს, დღემდე...


ვზივარ და ვფიქრობ
რა გიჭირს,რა გილხინს,
თუმცა ვერ გშველი დედი,
გადათენთილან თოვლით იები,
მეც მალე მოვალ დედი.
მოვალ,მოგიტან,მინდვრის ყვავილებს,
რომ თმებს ჩამაწნა დედი,
შენით ვსუნთქავ და შენით ვივსები,
არ დამეღალო,დედი!...
ისევ გაწვიმდა,ისევ დაქროლა,
ცოტაც გავუძლოთ დედი,
მალე,სულ მალე გამოიდარებს,
შენს თეთრ ფანჯრებთან დედი.
მტვრიან ქუჩაში თუ წამაქციეს,
წამომაყენე დედი,
შუბლზე დამადე თბილი ხელები,
ცხელი ხომ არ ვარ,დედი?...
გამალამაზე,გამამზიანე,
როგორც გჩვევია დედი,
მზეს გამოართვი თარგი კაბისთვის,
გამაპატარძლე დედი.
ჩემო სითბოვ და ჩემო სიცხადევ,
სულ მიღიმილე დედი,
მასწავლე როგორ ვიყო,ვიცხოვრო,
რომ დაგემსგავსო დედი.
გზები მიჩვენე მზისკენ მავალი,
ლოცვაც მასწავლე დედი,
მერე რა მოხდა დღეს თუ ქარია,
ან თუ ყინვაა დედი,
მინდვრის ყვავილებს…


მე წავალ, რადგან თქვენ იყოთ კარგად ნუ შეგაშინებთ ჩემზე ფიქრები ვერ დავბრუნდები, მინდა იცოდეთ მე იქაც მხოლოდ თქვენი ვიქნები... ვერ დავბრუნდები, ვერც წამით მოვალ მხოლოდ სიზმრებში, თუ მოვალ თოვად არ შეგეშინდეთ, არ გვინდა გლოვა მე თუ არ მოვალ სხვა მაინც მოვა შენ კი ძვირფასო ნუ იწყებ გლოვას ვიცი გაუძლებ უჩემოდ ყოფნას ერთი თხოვნა მაქვს, გაუძლო თოვას მე შენთან მხოლოდ ფიფქად თუ მოვალ


Blog
Blogs are being updated every 5 minutes