megiusa's blog

megiusa
32, Düsseldorf, Germany

25.01.2013

 სხვის ქვეყანაში გადარგულ ხეს...ფესვები მტკივა, ჩემი მიწიდან ამოგლეჯილს, სხვა ვერ მახარებს, ისე უცხო ვარ...ვერ მოვირგე ამათ კანონი, ფესვებ გადაჭრილს, ქარი თავის ნებას მატარებს! ეს სიზმარია...სულ მგონია გამოვიღვიძებ, ვით ბავშვობაში, ფეხშიშველი შევხვდები დილას, ქართულმა მიწამ ჩაასახლა ჩემში პოეტი, და ჩემი სული...ვეღარ იღებს უკვე სხვის მიწას! ჩემი სამშობლოს უბედობა აქ უფრო მტკივა, იქ დარჩენილი...ფესვებია სულ, რომ მეძახის, "მე დაბრუნდები!"–ვიმეორებ ასჯერ, ათასჯერ... ძალა არაა მოერიოს სამშობლოს ძახილს! ქართველ ემიგრანტს, სხვანაირი ნოსტალგია აქვს, სამშობლო სტკივა, ისე როგორც გული ავადმყოფს, თვალებითა ვცნობ ჩემიანებს, ერთი სევდა გვაქვს, ვერსად იპოვნით, სხვაგან ქართველს მართლა კარგადმყოფს! ამოგლეჯილი ხე ვარ...ჩემი ქართულ მიწიდან, იმ მიწით გაზრდილს, სხვისი მიწა ვერ გადამარჩენს, მოურჩენელი…


28.04.2013

უდარდელი...ხალისიანი...ზოგჯერ ძალიან გიჟიც...ესეთი ვიყავი ალბათ ცოტა ხნის წინ.დღეს კი ვზივარ და რაღაც უაზრობას ვწერ,რაც ალბათ არავის აინტერესებს.როგორც ყოველთვის,ეხლაც ცრემლმა ამივსო თვალები...ცრემლმა რომელიც ძალიან შემეჩვია,ცრემლი რომელიც მეხმარება ტკივილის გადატანაში და სულ ცოტა ხნით მოშორებაში.დღეს ცრემლი არის ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი.რატომ?არ ვიცი,ალბათ იმიტომ რომ მხოლოდ გრძნობს და ვერაფერს გეუბნება.:((


20.02.2013

 ქირურგი მოვიდა საავადმყოფოში, რადგან დაურეკეს, რომ პაციენტს ესაჭიროებოდა გადაუდებელი ოპერაცია. პალატასთან იცდიდა პაციენტის მშობელი, რომელიც ყვირილით მიეჭრა ექიმს: -"ამდენი ხანი სად იყავით? არ იცით რომ ჩემი შვილი საფრთხეშია? პასუხისმგებლობის გრძნობა საერთოდ არ გაქვთ?" - "როგორც კი დამირეკეს, მაშინვე გამოვეშურე თქვენი შვილის დასახმარებლად.ვეცადე სწარაფად მოვსულიყავი. გირჩევთ დამშვიდდეთ და მომცეთ საშუალება გავაკეთო ჩემი საქმე"-უპასუხა ქირურგმა -"დავმშვიდდე?თქვენი შვილი რომ იყოს ჩემი შვილის ადგილზე, თქვენი შვილი რომ კვდებოდეს თქვენ დამშვიდდებოდით?" ექიმმა გაიღიმა და უპასუხა: -" საღვთო წიგნში წერია" მიწა ხარ და მიწად იქეცი." ექიმებს არ შეუძლიათ პაციენტებისთვის უკვდავების ჩუქება. ილოცეთ თქვენი შვილისთვის! -"აბა რა, რჩევების მიცემა, როცა საქმე თქვენ არ გეხებათ იოლია"- ჩაილაპარაკა მამამ.…


07.07.2013

შექსპირმა თქვა: მე თავს ყოველთვის ბედნიერად ვგრძნობ და იცი რატომ?იმიტომ რომ მე არავისგან არაფერს ველი,რადგან ლოდინს ყოველთვის ტკივილი მოაქვს...ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა,ასე რომ გიყვარდეს შენი ცხოვრება...იყავი ბედნიერი და ხშირად გაიღიმე...მანამ სანამ რაიმეს იტყოდე,ჯერ სხვისი მოისმინე...სანამ რაიმეს დაწერდე,დაფიქრდი...სანამ ფულს დახარჯავდე ჯერ გამოიმუშავე...სანამ ილოცებდე,პატიება და მიტევება ისწავლე...სანამ ვინმეს გულს ატკენდე,თავად შეიგრძენი თუ რა არის ტკივილი...სანამ შეიძულებდე,ჯერ შეიყვარე,სანამ გარდაიცვლებოდე, იცოცხლე !!!


Blog
Blogs are being updated every 5 minutes