25.01.2013
eh :(
32, Düsseldorf, Germany

 სხვის ქვეყანაში გადარგულ ხეს...ფესვები მტკივა, ჩემი მიწიდან ამოგლეჯილს, სხვა ვერ მახარებს, ისე უცხო ვარ...ვერ მოვირგე ამათ კანონი, ფესვებ გადაჭრილს, ქარი თავის ნებას მატარებს! ეს სიზმარია...სულ მგონია გამოვიღვიძებ, ვით ბავშვობაში, ფეხშიშველი შევხვდები დილას, ქართულმა მიწამ ჩაასახლა ჩემში პოეტი, და ჩემი სული...ვეღარ იღებს უკვე სხვის მიწას! ჩემი სამშობლოს უბედობა აქ უფრო მტკივა, იქ დარჩენილი...ფესვებია სულ, რომ მეძახის, "მე დაბრუნდები!"–ვიმეორებ ასჯერ, ათასჯერ... ძალა არაა მოერიოს სამშობლოს ძახილს! ქართველ ემიგრანტს, სხვანაირი ნოსტალგია აქვს, სამშობლო სტკივა, ისე როგორც გული ავადმყოფს, თვალებითა ვცნობ ჩემიანებს, ერთი სევდა გვაქვს, ვერსად იპოვნით, სხვაგან ქართველს მართლა კარგადმყოფს! ამოგლეჯილი ხე ვარ...ჩემი ქართულ მიწიდან, იმ მიწით გაზრდილს, სხვისი მიწა ვერ გადამარჩენს, მოურჩენელი ტკივილია ემიგრანტობა, ღირსებას კაცის...სახლის გარეთ უფრო გაარჩევ!

18 views
 
Comments
megiusa 25.01.2013

kargia ro gesmis chemii ketii :)

Blog
Blogs are being updated every 5 minutes