iraklidadiani's blog

iraklidadiani
63, Tbilisi, Georgia



სამწუხაროდ, ფული არასოდეს გვაკლია ჩვენი ჟინის დასაკმაყოფილებლად, მხოლოდ სასარგებლო ან აუცილებელი საგნების ფასზე ვაჭრობთ: უდარდელად ოქროს ვესვრით მოცეკვავე ქალს და ვევაჭრებით მუშას, რომლის დამშეული ოჯახი ბეჩავი გასამრჯელოს მიღებას ელის.











დაივიწყე რაც იყო, დაივიწყე, ამ წუთას
მე აქ ვარ და შენიდან სითბო გადმოვიღვარო
უნდა, მერე გაგწურო, მერე უნდა ჩაგიკრა
გულში ერთი მაგრად და დავსვა ალოგიკური
კითხვა, რომლის პასუხი, ვიცი, (ვითომ მაინც არ)
ჰოდა კითხვა, ისეთი, გული აგიფრთხიალო,
მე რომ შენით სუნთქვა და არსებობა დავიწყე,
თუ გრძნობ როგორ გიმიზნებ უილაჯო იარაღს?...
თუ გრძნობ, ლულას მარცხენა მკერდის ზემოთ, ან ქვემოთ,
ანდა იქნებ საფეთქელს მოებჯინა სიცივე?...
არა ალოგიკური, ისე გკითხე, უბრალოდ,
თორემ სულ რომ არ გრძნობდე, ისე მაგრად მიგიჩვევ...

ისე მაგრად მიგიჩვევ, გული აგიფრთხიალო
უნდა.. მერე სითბო და კანის სუნთქვა გაგიყო..
დაივიწყე მიწის და ზეცის ანარეკლები,
დაივიწყე ჩემამდე ყველაფერი რაც იყო...


თამარ_"მ.ე__"








გადავწყვიტე, საჯარო გავხადო ის კონფიდენციალური მესიჯები, რომლებიც მაქვს მობილში და რომელსაც აგერ უკვე მერამდენე წელია, ვინახავ. აღნიშნული გადაწყვეტილება მივიღე მესიჯების ხანდაზმულობის, თემის აქტუალურობის და დასაპოსტი იდეების არქონის გათვალისწინებით. მესიჯის ავტორები, რა თქმა უნდა, ინკოგნიტოდ დარჩებიან და იმედი მაქვს, კომენტარებში არ დაიწვავენ თავს. მაშ ასე, შეიკარით ქამრები და წავიდა:





Blog
Blogs are being updated every 5 minutes