jio White's blog

jio White
38, Tbilisi, Georgia





ქალი ლამაზი და ქალი ეულია
მას ხომ სიზმრებში მთვარეზეც გაუვლია
ბედის ირონიით დამცირებულს,
კაცის სიყვარული ვალად აუღია.

წვიმასთან ერთად ღამე დასეირნობს
გულის კარები კი სხვისთვის გაუღია
ვნებით გადაქანცულს,სხივით მოელვარეს
თავისი ოცნებები ჯალათთან წაუღია

ზის და სანთლებს ანთებს და თან ღმერთს შეჰყურებს
ხატი კოცნითა და ლოცვით დაუღლია
თავის ოცნებები თურმე განრისხებულს,
ჩუმად სულ თავისთვის ტვინში დაუწვია.

ეხლა ზღვას გაჰყურებს,ცდილობს გადახტომას
მას ხომ ცხოვრებაზე ხელი აუღია
ფრთხილად! არ შეეხოთ,ნურც ხმას ამოიღებთ
ისედაც ცხოვრებაში ბევრი წაუგია...

ყველა მთა-ბარი თუ ყველა ოღრო-ჩოღრო
თავისი პაწაწინა ფეხებით გაუვლია.
აი ზღვაც დაწყნარდა.....
გოგო აღარსად ჩანს.

იქნებ შავი ქუჩა მარტოს ჩაუვლიაიი
და იმისათვის ხალხს რომ არ ენახა
სველი ნაკვალები.ჩუმად წაუშლია.


ქალი ოცნება ქალი სინაზე,

ქალი ცის ცრემლი ცოდვილ მიწაზე

ქალი ოცნება ქალი ალერსი

შენ მოგეფერო მინდა ამ ლექსით,

ლამაზო ქალო ტანო–ტატანო

ქალო ათასი ჭირის ამტანო

ქალო გრძნობის და ტრფობის სამყაროვ

კაცებმაა? კაცებმა ხელის გულზე უნდა გატარონ





*******************




ქალი სიცოცხლე და გაზაფხული,
ქალი ოცნება და სევდა,
ქალი უჩვეულო ჩურჩულია,
ჩუმი მიხეტება ღმერთთან.
ქალი ნატვრა არის ახდენილი,
ზოგჯერ ცოდვის გუბე კერპთა,
ქალი მარტოსული, უკარება,
უპეს ჩამომსკდარი ცრემლად.
ქალი ავგაროზად მოვლენილი,
ნაზი შეხამება ფერთა,
ქალი მშვენებაა უცნაური,
ცას გამოკიდებული ქვეყნად.
ქალი სიფრიფანა სუსტი მხრებით,
ხანაც გიჟმაჟი და ქორფა,
ქალი სიყვარულის ანგელოზი....
ქალი?!
ქალია და მორჩა!! ოხ ეს ქალი


*****************


რა არის ქალი? ქალი ჩიტია,
თუ ხელს გაუშვებ გაგიფრინდება,
წავა და სხვასთან დაიდებს ბუდეს
შენ აღარასდროს დაგიბრუნდება,

რა არის ქალი? ქალი ეშმაა
შეგაცდენს და თავს დაგაკარგვინებს,
ისე ჩაგიყვანს წყაროზე მწყურვალს
და იქ…





რას ფიქრობთ ფეისბუქის გაუქმებასთან დაკავშირებით http://icode.ge/2011/12/14/%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%99-%e1%83%aa%e1%83%a3%e1%83%99%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%98-facebook-%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%a5%e1%83%9b%e1%83%94/#more-6607




30.05.2013





ტაძარში სანთელი ხატის წინ დნებოდა, ვაჟი მუხლმოყრილი ღმერთს ევედრებოდა,წმინდაო მარიამ მარტო ნუ დამტოვებ, ჩემ პირველ სიყვარულს აცალე, ადროვე... მის ლამაზ თვალებში ცრემლები კრთებოდა და პირველ სიყვარულს ის ეთხოვებოდა ... სანთელი დნებოდა გოგო კი კვდებოდა, და ვაჟი ამაოდ ღმერთს ევედრებოდა...♥



Blog
Blogs are being updated every 5 minutes