gvanca61's blog

gvanca61
63, Tbilisi, Georgia

ვედრება

ღმერთს თავის დროზე ჩემთვის,რომ ეკითხა რას ვინატრებდი ვეტყოდი––უფალო აქციე ჩემი სამშობლო სავანედ,სადაც ყველა დაივანებდა,სულს დაიმშვიდებდა,გულს გაიხარებდა.შევთხოვდი მეტი რწმენა მოეცა,მეტი სიყვარული,რათა ყველას სული ფაქიზი და სუფთა,ლამაზი,წმიდა ყოფილიყო,რომ ბოროტს ჩვენს სულებში ვერ შემოეღწია,რომ ჩვენს სულებში იის სინაზე და სიტურფე ყოფილიყო,რომ მოეცა ჩემთვის სიძლიერე,სათნოება,ავდარშიც კი ლამაზი იქნებოდა ეს ქვეყანა.ბულბულის ხმა მოეცა,რათა როდესაც ყველას ეძინებოდა მათ სარკმელთან,ისე ტკბილად მეგალობა,ულამაზესი სიზმრები

სხეულს როდესაც გამხდიდა,ჩემი სული ისეთი სპეტაკი,ნაზი,ხვთიური ყოფილიყო,რომ მასში დაბრუნების სურვილიც არ მქონოდა.

გამოდის,რომ თავად სიკვდილსაც ვაჯობებდი,სულით ძლიერი დავამარცხებდი მას და მარადიული ვიქნებოდი.

უფალო!შენ უკეთ იცი და თუ კიდევ მაქვს ამის სრო და შენის წყალობით საშუალება,მაშ მაჩუქე ეს ყველაფერი,მაცუქე!!!!

რათა ამ გადაღლილმა სულმა დაისვენოს,სიმშვიდე მოიპოვოს და მშვიდად მოგებაროს.


სული გიბრწყინოთ უფალმა!
მადლითა სულიწმიდითა,
ისე ბრწყინავდეთ ვარსკვლავნი,
გულს ასკდებოდნენ შურითა!


რაღაც მინდოდა მეთქვან
ვეღარ ვიხსენებ მაინც,
არ გაგასენდა კარგო,
ეს ხო შენ იყავ მაშინ,
ლურჯი იებით ხელში,
მზე დაგვნათოდა ციდან,
შენი თვალები ლურჯი,
თითქოს მიმზერდა ციდან,
გადაიქროლა წლებმა,
ჯვარედინს შევხვდით ერთად,
ისევე გეტყვი კარგო,
მე შენ მიყვარხარ დღესაც!


მე ლამაზი უკვე ვიყავ,
ახლა მსვენიერი ვარ,
არც ალუბის კუნწულა ვარ,
და არც მინდვრის გვირილა,
წლებმა სწრაფად ჩამიქროლეს,
როგორც ძერამ ზეციდან,
შემოდგომას მიმასტუმრეს,
აღარავარ მე ლანაზი
ალა მშვენიერი ვარ!!!


რად გავცენილავარ ქალადა,
რად არ მოვედი იადა,,

გაზაფხულს გაგახარებდით,
მივიძინებდი წყნარადა,
ლურჯთვალა იის სიტურფით,
გაგახარებდით ყველასა,
რად გავჩენილვარ ქალადა
რად არ მოვედი იადა,
ლურჯად მოვქსოვდი ფარდაგსა
,
ცისფრად ჩავხატდი ზეცასა.


მოდი კარგო გაზაფხულის პირას.
ცას ჩამოვყე ფერი დამეფინა,
მოდი თორემ სემოდგომა მოვა,
და იქნება და იქნება გვიან.


მაღლით მომესმა ტირილი,ზევით ავხედე მზესაო,
შავი ღრუბელი დამიხვდა,ცუდად მიქადდა ბედსაო,
ცისარტყელასედ შავჯექი,მაღლით ამტყორცნა ზედაო,
მჯდომარე ვნახე სიკვდილი,თვალთ ნიავღვარი სდევდაო.
––შენ რაღად სტირი მითხარ,განა გჯობნიან შენაო?
სატირალი გვაქ აქ მყოფთა,უცბად მოგვასპობ ბევრსაო,
––მეც მაგას ვსტირი და ვნაღვლობ,
რომ შემიძულეთ მეცაო,
მარტო დავდივარ ეული,ნაბრძანები მაქ ესაო,
ვისი ვარსკვლავიც ჩაქრება, მეც ის მომყვება ზედაო,
მეც დავიღალე ამდენ დარდს,განა გაუძლებ მეცაო?
მეც სიყვარულით დავძრწივარ,რომ
დავეხმარო ბევრსაო,
სანამ ბევრ ცოდვას ჩაიდენს,რომ მივაბარო
ღმერთსაო!..


27.11.2012

ქარუშხალი ასტყდებაო ჩამომძახე დი,
ისევ ქარი? ისევ თოვა?
შემეშველე დი,
მომწყვეტს ბუჩქნარს მიმატოვებს,
მერე რა ვქნა დი?
მოდი, მოდი ჩამეხუტე,
ისევ ისე ავცახცახდი,
ისევ ისე ცრის.


როს ვიხილე ვარდი,ია,
თვით ედემი ყვავილნარის,
გულით მსურდა ედემის წინ
დამხვედროდა ამირანი,
ან ნიკალა! წმიდა სულის,
ათას ფერად ჩახატული,
ჩავექსონე, ჩავეხატე,
თავის გვერდით ყვავილნარში,
სად ვეძებო, სადა ვპოვო,
ერთი იყო ფიროსმანი!


თავს ზემოთ ძალა არა მაქ,
თორემ გავცურდი ზღვასაო,
აიზბერგს შეუერთდები
ოკეანესა წყნარსაო.


Blog
Blogs are being updated every 5 minutes