მე თმებს მიყალყებს შენი მზერა, მანჯღრევს შენი ხმა,
ჩუმად ვარ, მაგრამ ეს დუმილი წვიმამ შენიღბა.
წვიმს აივნებზე, წვიმს ღაწვებზე, წვიმს ჩვენს ეზოში,
წვიმა თვალებით გიყურებდა ყრმა იესოსი.
თუ ჩემგან წახვალ, მხოლოდ ერთი დატოვე ტყვია...
უშენოდ ყოფნას ქვეყნად ყოფნის არყოფნა ქვია!
There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!