ნარდს გეთამაშები თუ გინდა კოცნებზე
51, Kutaisi, Georgia

ნარდს გეთამაშები თუ გინდა კოცნებზე,

მსაჯად დავიყენოთ დედამიწა,

თუმც შენი თვალები მოჰგვანან ოცნებებს,

წააგებ იცოდე და ვერავინ ვერ დაგიცავს.

შენსავით ლამაზი რომ მყავდეს მეუღლე,

ჩათვალე დამიჯდა დუბეში,

ძალიან განვიცდი რომ ვერ დაგეუფლე,

რომ ვერ შეგიფარე უბეში.

წყვილი კამათელი ბედია მემგონი,

არ იცი რა გინდა,აგორებ ჩავლაზე,

კარები აიღე სასწრაფოდ გოგონი,

თორემ გულის კარი ჩავრაზე!

ასე ეშმაკურად რად მიელვებ თეთრ კბილებს,

გგონია ვერ გვამჩნევენ მარტოებს?!

როცა უშენობა იკივლებს,

დავკოცნი ყვავილებს,ამ რტოებს.

ნარდს გეთამაშები თუ გინდა კოცნებზე,

მსაჯად დავიყენოთ დედამიწა,

თუმც შენი თვალები მოჰგვანან ოცნებებს,

ჩემგან ვერავინ ვერ დაგიცავს.

24 views
 
Comments
sofasi 29.01.2012

ნატა დაგიჭერს პატრული ბიძია

natomari natomari 29.01.2012

იქეთ არ დავიჭირო ჩემი ეშინოდეს *LOL* *LOL* *LOL* *LOL*

natomari 29.01.2012

შენც დაგიჭერენ, მეც დამიჭერენ, ტრიფონიასაც დაიჭერებ ( ...და მთელი ქვეყანა ციხეში იქნება)

natomari 29.01.2012

ავტორი serebriani :-P *LOL* *LOL* *LOL* *LOL*

Tea Mirazanashvili 29.01.2012

:)))

Blog
Blogs are being updated every 5 minutes