natomari's blog

natomari
51, Kutaisi, Georgia

განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ!!! იმის მაგივრად რომ გავხდეთ "ხატად და მზგავსად" უფლისა, ზე არსებისა, უზნეობის ზენიტში ავდივართ...
გამოფხიზლდით ხალხნო! ხმა ამოიღეთ მშობლებო... ყველას გვეხება ეს საშიშროება... რა დროს სექსუალურ ორიენტაციაზე და ერთსექსიანთა ქორწინების ლეგალიზაციაზეა საუბარი!!! ვკარგავთ ტრადიციებს, ადათ-წესებს, მამულს, ენას, სარწმუნოებას, მამა-პაპურ ხასიათ-თვისებებს... ქართველ ერს სიფხ
იზლისკენ ისტორიის ნებისმიერ მონაკვეთში მოუწოდებდნენ ღირსეული წინაპრები. ,,ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს” უნდა იყოს უპირველესი დევიზი ერის გადარჩენისა... წაიკითხეთ ყველამ ... წაიკითხეეეეეთ... ამ გეგმის ნაწილი ვართ, გადახედეთ რომელია შესრულებული და რომლის გადაწყვეტის გზაზე ვდგავართ ახლა... ვიღუპებით...

II მსოფლიო ომის შემდგომი სამოქმედო გეგმა, შემუშავებული ამერიკის მთავარი სადაზვერვო სამსახურის მეთაურის, ალენ დალესის მიერ.

(ნაწყვეტი)

* * *
"დავთესავთ ქაოსს და…





სიყვარულს ცრემლიც უხდებაო გამიგონია, მაგრამ განა ასეთი ცრემლი?! ეს ცრემლი ხომ უსაზღვრო ტკვივილისაგანაა გამოწვეული. ეს ცრემლი ხომ ბედნიერების ცრემლი არ არის. რა ვქნა? რით ვუშველო ამ ნაიარევ გულს, რით ამოვივსო ეს სიცარიელე შენგან მიტოვებულს რომ დამრჩა?

არა და რა ლამაზად დაიწყო ყველაფერი, როგორი ბედნიერები და ხალისიანები ვიყავით რომ არა ეს ავბედითი დღე.

იმ დღესაც ცრემლები სცვიოდა ცას. ზეცა დედამიწას დასტიროდა თუ ჩემს მომავალ უბედურებას გრძნობდა, ეს ახლაც ვერ გამიცნობიერებია. იქნებ ამ წვიმას მიუძღვის ბრალი იმ უბედურებაში, რაც თავს დაგვატყდა.

ფრთხილად, აუჩქარებლად მოვდიოდით. ჩვენ წინ მიმავალ მანქანას საბურავი გაუსკდა, უცნაური მანევრი გააკეთა და შემხვედრი მანქანა ჩვენსკენ გამოქანდა. არ ვიცი რამდენს…


ნარდს გეთამაშები თუ გინდა კოცნებზე,

მსაჯად დავიყენოთ დედამიწა,

თუმც შენი თვალები მოჰგვანან ოცნებებს,

წააგებ იცოდე და ვერავინ ვერ დაგიცავს.

შენსავით ლამაზი რომ მყავდეს მეუღლე,

ჩათვალე დამიჯდა დუბეში,

ძალიან განვიცდი რომ ვერ დაგეუფლე,

რომ ვერ შეგიფარე უბეში.

წყვილი კამათელი ბედია მემგონი,

არ იცი რა გინდა,აგორებ ჩავლაზე,

კარები აიღე სასწრაფოდ გოგონი,

თორემ გულის კარი ჩავრაზე!

ასე ეშმაკურად რად მიელვებ თეთრ კბილებს,

გგონია ვერ გვამჩნევენ მარტოებს?!

როცა უშენობა იკივლებს,

დავკოცნი ყვავილებს,ამ რტოებს.

ნარდს გეთამაშები თუ გინდა კოცნებზე,

მსაჯად დავიყენოთ დედამიწა,

თუმც შენი თვალები მოჰგვანან ოცნებებს,

ჩემგან ვერავინ ვერ დაგიცავს.


შენი,
გამოხედვა მინდა...
ისევ,
უშენობას ვგლოვობ...
შენ ხომ,
ხატება ხარ წმინდა...
მე კი,
მლოცველი ვარ მხოლოდ...

თვალებს,
დაგიკოცნი დარდით...
მკერდზე,
თავს დაგადებ მხოლოდ...
ხედავ?
ისევ შემიყვარდი...
ისევ,

დამაბრმავე, ბოლოს....
ხედავ,
მიობდება სევდა...
კოცნით,
დაგისველებ თვალებს...
ხედავ?
ისევ დაგვათენდა...
ისევ,
მომანატრე ხვალე...

როგორ,
ამერია ფიქრი...
შენი,
გაღიმება მშველის...
შენსკენ,
უსასრულოდ მივქრი...
ჰოდა,
მომაგებე ხელი...

კაბას,
აფრიალებს ქარი...
თმები,
ეფერება თითებს
მაინც.
მტკივნეული არის...
მაგრამ,
უშენობას ვითმენ...

/ ზვიად კეჭაყმაძე/


1 ნუ ელოდები, რომ შენი შვილი იქნება შენნაირი ან ისეთი, როგორიც შენ გინადა. დაეხმარე მას საკუთარი თავის პოვნაში.

2. ნუ მოსთხოვ შენს შვილს საფასურს ყოველივე იმისათვის, რაც მას გაუკეთე. შემნ მას სიცოცხლე მიეცი, რითი უნდა გადაგიხადოს? ის სხვას მისცემს სიცოცხლეს და ეს არის მადლიერების შეუქცევადი კანონი.
3. ნუ გადმოანთხევ შენს ბრაზს შენს შვილზე, თუკი გინდა, რომ ტკბილი სიბერე გქონდეს. რასაც დასთეს, იმას მოიმკი.
4. ნუ შეხედავ შენი შვილის პრობლემებს ზერელედ, რაც უნდა არასერიოზულად მოგეჩვენოს ისინი. შესაძლოა, იმ მომენტში მისთვის ცხოვრება უფრო მძიმეც იყოს, ვიდრე შენთვის, რადგან მას გამოცდილება არა აქვს.
5. არასოდეს დაამცირო!
6. ეცადე, ყოველთვის გამონახო დრო შვილებთან ურთიერთობისათვის. გახსოვდეს, რომ ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი…


03.12.2011




და9 ღმ1, გ100ნჯა შარბ10 და თ100
მ20ქულებს უსუ8 ბრძ0 ხ100-10,
და100ა პარნ100ს იშვი10 და100
და100ზმრა სამ4ს შ2 10ნ10.
მ2დებით გ10შა ამ2 და ჭ2,
გამ2ცხა 3წე წი8-პანა7,
გამ2ყა მხუ8ლე 8ლის კ2დო2
და მწვე8ლებს მ20ლდა დამ9ლი და მ7.




26.04.2012


წუხელ ძილში დამესიზმრა
საქართველოს შიოდა,
ანგელოზის მოსავლენად
ქალს მუცელი ტკიოდა.
ღვთივკურთხეულ ქართულ მიწას
ცრემლი ღვარად სდიოდა,
ცის წუხილი ღრუბელ-ღრუბელ
წვიმად ჩამოდიოდა.
გიორგი გზას გაჰყურებდა
მარიამი სტიროდა,
ილიას ხმა გაბზაროდა
სულხან-საბას სციოდა.
წუხელ მიწაც კანკალებდა
ციდან ქვები ცვიოდა,
მთვარეს ძალა წართმეოდა
ვეღარ ამოდიოდა.
ზღვა ნაპირებს აწყდებოდა
ქაფი გადმოდიოდა,
დედას ძუძუ ასკდებოდა
შვილი ვერ მიდიოდა.
წუხელ,წუხელ საზარელი
ქარი ურცხვად კიოდა,
საქართველოს ქართველების
მთლიანობა შიოდა.


← previous 1 2 3 next
Blog
Blogs are being updated every 5 minutes