აფხაზეთი. ახალი ათონის მონასტერი.
51, Kutaisi, Georgia


ახალი ათონის მონასტერი (სრული სახელი: წმინდა მოციქული სვიმონ კანანელის მონასტერი ახალ ათონზე), მართლმადიდებლური ქრისტიანული მონასტერი დაარსებული 1875 წელს საბერძნეთის ათონის მთის წმინდა პანტელეიმონის ბერების მიერ.

სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო 1884 წელს და 1896 წელს დასრულდა. კომპლექსის ასაგებად საჭირო გახდა მთის ნაწილის ჩამოჭრა და ათასობით ტონა მიწისა და მთის ქანების გატანა. საქმეს ართულებდა გეოგრაფიული მდებარეობაც. მიუხედავად ამისა, მშენებლობა 12 წელიწადში დასრულდა.

მონასტრის მშენებლობას მფარველობდა რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე III. მისი ნაჩუქარია ცენტრალური დასავლეთის კორპუსის სამრეკლოს მუსიკალური კურანტები
.ყველაზე დიდი სამონასტრო კომპლექსია მთელს საქართველოში. აქ არის მაცხოვრის ერთ-ერთი მოწაფის სიმონ კანანელის საფლავი.

10 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes