ბებერი არწივის ბალადა
48, Tbilisi, Georgia

დაბერდა მთების არწივი ,
ას წელს არს მინანტანები,
რო ბოინობდა, მის აჩრდილს
გულზე იხატდნენ ჭალები,
ზეციდან როგორც მზის სხივნი,
ყველგან უწვდოდნენ თვალები,

იყო ლაღი და ამაყი,
უჭრიდნენ ნისკარტ–ბრჭყალები,
თავისი ნანადირევის
სად არ ეფანტა ძვალები,
არწივს ნასუფრალითა
მუდამ ძღებოდნენ სვავები,
მას ეპყრა დაბლა ხევები,
მაღალი ზეცის კარები,
მგელნიც ისევე უფრთხოდნენ,
როგორც შუნნი და კრავები.
ახლა დაბერდდა, დაზანტდა,
მხრებით ამ ზეცის მტარები,
ბრჭყალნიც დაუცვდა და ფრთებშიც
დაუცხრა ნიავქარები,
სამი დღეა ფრენს მშიერი,
ლუკმასაც არ გამკარები,
მსხვერპლს ვეღარ იჭერს ხნიერი,
აღარ აქვს ძველი ძალები,
ნადირობს, ხევებს შამაფრენს
ამ ყოფით განაწამები,
ძირს, ხევში რაღაც დალანდა
საკბილოს მინამგვანები,
ჩაფრინდა ყინჩად მიმსვლელი,
არა ჩუმ–ჩუმად მპარები,
იქ დახვდა ლეში ჯიხვისა,
საშინლად ანამყრალები,
მეტად აწუხებს შიმშილი,
ლეშისკენ იწევს ბრჭყალები,
„შეჭამე!“ – კუჭი აცდუნებს,
წამებით გადის წამები,
ან უნდა მოკვდეს შიმშილით,
ან ძმად იგუოს ყვავები.
და უცებ ტოფმა იქუხა,
ბინდით დაუვსო თვალები,
ამაიყივლა არწივმა: –
„მსროლელო გენაცვალები,
მაინც არ მაკადრებინე
ვაჟკაცთა არსაკადრები,
არწივის ყოფით ვიცხოვრე
ღმერთსაც არწივად ვბარდები!“
და მოკვდა ბერი არწივი,
საკუთარ სისხლში ნაღები,
ზედ ესხა, როგორც ხმალ–შუბი,
დამცვდარი ნისკარტ–ჭანგები.

თენგო ავსაჯანიშვილი

0 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes