cisiaa's blog

cisiaa
34, Tbilisi, Georgia

ხომ ხედავ ვეღარ ვმხიარულობ, დარდი მომერია დარდი! თავი დამანებე სიყვარულო, დაწერე განცხადება და წადი...

როგორ მომენატრე,როგორ მინდოდა მოსვლა, მინდოდა მოსვლა და მინდოდა მეთქვა, იცი მე ვერ ვძლებ უშენოდ, მე ვერ ვძლებ შენს გარეშე,მე ისევ ისე მიყვარხარ, თუმცა არა, ვიტყუები და და ამ ტყუილების თქმა შენ მასწავლე, მე ისევ ისე აღარ მიყვარხარ, იმეზე ბევრად, ბევრად ძალიან მიყვარხარ...


შეიყვარე სიყვარული რათა იგრძნო რომ მოხვედი ამ ქვეყნად.
მოიპოვე უფლება უთხრა ხმამაღლა რომ გიყვარს.
აქციე ყოველი წუთი სიყვარულის საუკუნედ, დაე ესმოდეს შენი გულისცემა ყველას და ფორიაქით ქარგავდეს ყოველი სუნთქვა სულის სიშიშვლეს. ნუ დათმობ წამს დაუტვირთავად სიყვარულისა, თორემ დაგახრჩობს სინანული. დღეს ხომ სავსეა პლანეტა მონატრებისფრად შემოსილი ჟანგბადით, დღეს ხომ ის წუთია რომელსაც ვერასოდეს დაიბრუნებ და ყოველი შენი მაგრალიტად ქცეული ცრემლი ამაოდ გააჯერებს დედამიწას. ამიტომ მიეცი თავს უფლება დაიბადო თავიდან.
აავსო ყოველი უჯრედი სიყვარულით და წამოდგე ფეხზე. მისცე თავს უფლება იფრინოს გადარეულმა შენმა ფიქრებმა ქარტეხილში, ისწავლოს ბრძოლა სურვილის ამოძახილმა ხმამაღლა, ხალხნო, ადამიანებო, იპოვეთ ერთმანეთში პიროვნება. გაუფრთხილდით ერთმანეთს როგორც ახალშობილს, აჩუქეთ სითბო ერთმანეთს, მოეპერეთ ერთმანეთს…


მოდი, მივატოვოთ ერთმანეთი,
მერე მონატრება შევშალოთ...
გრძნობით გავარღვიოთ უკუნეთი,
გულში არაფერი შევცვალოთ.

მერე, დამიძახე მონატრებულს,
სითბო დამაწიე საშენო,
სულში სიყვარულად მონათებულს,
ჩემში უშენობა გაჩვენო.

მოდი, სულ ცოტა ხნით მიმატოვე,
ვითომ წახვედი და არ ვიცი...
და როს გამაგიჟებს სიმარტოვე,
ნაცნობ ხეივანთან დაგიცდი.

როცა ბოლო სუნთქვა გაილევა,
და როს ჰაერივით გინატრებ,
ირგვლივ ყველაფერი აირევა,
უკან დაბრუნდი და გიმარტებ.

ისევ აპრილივით ავკვირტდები,
სურნელს შემმატებენ ატმები,
მოხვალ, უცხოსავით მაკვირდები,
მე კი, შენი მზერით დავტკბები.

არა, უშენობა არ მიხდება,
ასე, ხუმრობაც კი მაშინებს,
ვიდრე სიხარული წამიხდება,
გიხმობ, დამიბრუნდი მაშინვე.

ხვალეც, თუ გითხარი წადიმეთქი,
არა –ნორმალური მიწოდე..
ოღონდ, არ გაგიწყრეს კიდევ ღმერთი
და არ დამიჯერო იცოდე.


თამბაქოს ღერივით ბაგესთან შეხებით
დაიწვას ოცნებაც მათხოვრად ქცეული
და თუ კი, ოდესმე ერთმანეთს შევხვდებით
მე, ის ხე ვიქნები, რომელსაც შენ უვლი

გარს უვლი და მაინც, ვერა და ვერ ხვდები
გიშრისფერ წამწამებს, წვიმა რომ გინამავს
ეს მე ვარ, ძვირფასო და ჩემი ვერხვები
მე, ვხმები და მაინც ფოთლებშიც ბინა მაქვს

ღრუბლებმაც დამითმეს საძილედ ლოგინი
წვიმებმაც ჩამაცვეს მე, პრინცის კონკები
შენს სუნთქვას ვფიცავარ, ჩვილივით მოგივლი
და როგორც ტაბიძე მეც, შენთვის მოვკვდები

რითმებში აგიგებ, მეორე ტაჯმაჰალს
ცის თაღებს შევფერავ, მეწამულ კარმენის
მე, შენზე ფიქრებით ,გავუსწრებ ცას მაღალს
ოღონდაც დარჩენილს უშენოდ ,რა მელის?

იადაც ამოვალ დამჭკნარი მიწიდან
და მერე, დამკრეფენ ოდესღაც ბავშვები
ვერასდროს მიხვდები მე, როგორ მიჭირდა
ვერასდროს გაიგებ მე, როგორ დავშრები

გლოვას კი გაიგებ და იქნებ, რა იცი ?
ცრემლებიც გესტუმრონ, ატირდე ახია
მიწიდან ზეცამდე,…


მინდა დამებედო... როგორც არასოდეს,
თორემ უშენობა სულში დაფარფატებს,
შენი სიყვარული ჩემთან ბაასობდეს,
მოდი, თორემ თოვს და ღამით დაამატებს...


სანამ ცოცხალი ვარ , სანამ კვლავ ვარსებობ ,
სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი
მანამ მომეფერე , მანამ გამიფრთხილდი ,
მერე ყველაფერი იქნება გვიანი

სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა ,
სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი
გულში ჩამიკარი გული არ მატკინო ,
მერე ყველაფერი იქნება გვიანი

სანამ
სიყვარული ისევ შემიძლია
სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი
ხელზე წაიკითხე ჩემი ბედისწერა ,
მერე ყველაფერი იქნება გვიანი

მოვა
დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს ,
არ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი
მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა-სამსხვერპლოდან
მერე ყველაფერი იქნება გვიანი

ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს
და აგატირებს შიჩუმის ტრფიალი ,
მარტო დარჩენილის სევდით გამიხსენებ
მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი...

სანამ ცოცხალი ვარ მანამ მომეფერე
მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით
გული არ მატკინო, თორემ ცრემლების ღვრა


12.04.2012

მთვარე ჩამოეყრდნო ღამეს სამკაულად,
გვიან გათენება მგონი დავიჩემე,
მოდი შემიხსენი გულზე საკინძე და
ვნების ნამცეცები ლოცვით ამიკენკე.


ყველა ნაფიქრალი სასმელს ამოვავლოთ,
მერე დავაბრალოთ (ვითომდა) სიმთვრალეს,
სანამ ნალბობ სიტყვებს სუნთქვა ამოაშრობს,
სანამ გაგიშიშვლებს ხეულს, სულს, დილამდე.


როდესაც გოგონა დუმს, მას მილიონობით აზრი უტრიალებს თავში,
როდესაც გოგონა არ კამათობს, ის ღრმად არის ჩაფიქრებული,
როდესაც ქალი მრავალმნიშვნელოვნად გიყურებს თვალებში, მას აინტერესებს კიდევ რამდენ ხანს დარჩები მასთან!
თუ გოგონა რამდენიმე წუთის შემდეგ გპასუხობს „მშვენივრად ვარ!“, ყველაფერი რიგზე არაა.
როდესაც გოგონა დაჟინებით გიმზერს, მას სურს გაიგოს რატომ იტყუები.
როდესაც გოგო გულზე თავს დაგადებს, სურს მასთან მთელი ცხოვრება დარჩე..


უი საწყალიო....ნათელში ამყოფოსო,
მისი სულიო....დაგვწყვიტა გულიო,
შემეცოდაო.....არ ჰქონდა ცოდვაო,
არც ვინმეს წყენინება...არ იცოდაო.
ვერ ვიჯერებო...გუშინ ვნახეო,
სულ თვალწინ მიდგასო მისი სახეო,
ერთად ვიყავითო, მაშინო... ამ დღესო,
მერე მოჰყვებიან რაღაცა ამბებსო.
გაიცინებენო სევდანარევადო,
ღიმილი შეაშრებათ...... სახეზე ნახევრადო,
მერე მოიწყენენ....აქ არარიო,
ნათელში ამყოფოსო....საწყალიო.
მერე ინანებენ...დროს რა მოჰქონდაო,
მოვფერებოდითო...შანსი ხომ გვქონდაო,
ძალზედ დაგვაკლდაო....გვძულს ეს ფაქტებიო,
მთელი ცხოვრება მოგვენატრებიო.
იცით?!... ეს ყველაფერი უბრალოდ სიტყვებია,
უბრალო სინანულნი....სიტყვებით ითქმებიან,
უბრალოდ დასასრული, უბრალოდ დასაწყისი
სიცარიელისა და.......დანაკლისის.
კაცი რომ მოკვდება....გულებს აკლდებიან,
ზოგისთვის მეტია, ზოგისთვის ნაკლებია,
გულში ყველა მალავს საშინელ ჩანაფიქრებს,
რომელიც სიკვდილის დღეზე ჩაგვაფიქრებს,
ყველასთან მობრძანდება სიკვდილი უკითხავად,
ვერავინ ვერ ავცდებით მას განუკითხავად.
სანამ მოეტევა,სანამ მოეთრევა,
დავფიქრდეთ ერთ რამეზე და დრო ვერ მოგვერევა,
დღეს ხომ ცოცხლები ვართ...მოდით მოვეფეროთ,
ერთურთი შევიყვაროთ ..... ერთმანეთს შევემღეროთ,
თორემ მოვა ის დღე და...გვიკითხავს სადარიო,
შემდეგ კი იტყვიან რომ ....უი, საწყალიო!


31.08.2015

დამხატე,
ოღონდ ნუ დამხატავ ასე სევდიანს,
შემილამაზე მარტოობა
მხიარულ გრიმით,
შემომაძარცვე
ეს ავბედი მელანქოლია,
თორემ
უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს...
დახატე ზეცა,
ოღონდ თეთრი მოსაწყენია,
სანთლების რკალში ჩაატიე
მთელი სამყარო...
ჩემს ოცნებებში სალოცავებს
სანთლის ფერი აქვს,
დახატე სივრცე,
ოღონდ შორი აღარ დხახატო...
მე აღარ მინდა შემოდგომით ფოთოლთა ცვენა,
იქნებ მიმოზა დამიხატო სადაფისფერი,
თეთრი ზამთარი?-
მე არ მახსოვს...
ეს იყო ძველად,
შენ დამიხატე უნამქერო და იისფერი...
დახატე მიწა
და მზის აკვნად აქციე თოვლი,
ყველა სურვილი დასაწყისში
ასე მუნჯია,
ზღვაც დამიხატე,
ოღონდ მწვანე ისე ვით მოლი,
მერე რა მოხდა,
ცხოვრებაში თუ ის ლურჯია...
დახატე ქალი,
საქალეთი შეცვალე,
თუ გძულს,
უყოველგვარო დამცირებით,
უმასკარადოდ,…


Blog
Blogs are being updated every 5 minutes