cisiaa's blog

cisiaa
34, Tbilisi, Georgia

იყავი ძლიერი – მაშინაც კი როდესაც ხვდები რომ არაფერი გამოგდის.
იყავი ძლიერი–რადგან თუ შენ არ იქნები სხვა ვერავინ იქნება შენ მაგივრად.
იყავი ძლიერი – მაშინაც კი როდესაც ვერ ამტკიცებ შენ სიმართლეს, მოსაუბრე კი უტიფრად იტყუება.
იყავი ძლიერი– რომ არ გიბიძგოს ფიქრებმა სიცუდისკენ.
იყავი ძლიერი– რომ ახალმა დაბრკოლებამ სიცოცხლის სურვილი არ ჩაგიხშოს.
იყავი ძლიერი–რომ მიაღწიო წარმატებას და შენი ადგილი დაიმკვიდრო დედამიწაზე.
იყავი ძლიერი–ბედნიერებისათვის!
იყავი ძლიერი -უბრალოდ იმიტომ,რომ ცრემლების ღვრა არაფერს არ მოგცემს!
იყავი ძლიერი –იმისთვის, რომ დღევანდელ სამყაროში არ იყო нивидимка !
იყავი ძლიერი– რომ დაგაფასონ! გაღიარონ და მიხვდნენ,რომ შენ ხარ პიროვნება. “ადამიანი” და არა ცხოველზე ცოტათი განვითარებული არსება.


ზეცოდვით დავთვერი და აქ მოვეთრიე,

ფეხზე ვერ ვდგავარ ისე ვარ მთვრალი,
ღმერთო შენს სახლში შემოვეთრიე,
მინდა გავსწორდეთ, მომცე ჩემი ვალი.
ცოტა თუ გჭორავდა მასთან ნათელია,
გოლგოთის მთას რომ თელავდი ჯვარით,
ცოდვები მარტო როცა გათელინა,
ვის ანაღვლებდი, გკიცხავდნენ ჯავრით.
რისთვის შეეწირე ასეთი მარგალიტი?
მათთვის ვინც მცირე ვერცხლზე გაგყიდეს
ნუთუ ღირდა ხალხისთვის ასეთი მაგალითი,
რომელთაც კვართი კამათლით გაყიდეს.
ამას აქ რა უნდა? ყველა მე მიყურებს
რამდენის აქ ყოფნა უბრალოდ მოდაა,
მათი ჩურჩული სმენას მიყრუებს
გულში მლანძღავენ და ერთი მოთქმაა.
თქვენ ლაპარაკზე მწარედ მეცინება,
ვერც კი შეამჩნიეთ რამხელა ბოდვაა,
აქ შემოვედი და უცრემლოდ მეტირება,
ამ გულში მთელი სამყაროს ცოდვაა.
რწმენა შემერყა ყოვლად ძლიერო,
მე ხომ არ მითქვამს სიცოცხლე მაჩუქე,
გთხოვ ეშმაკებთან გამაძლიერო
მომხედე თორემ სული სხვას ვაჩუქე.
სული დამიბნელა ამდენმა უნდობლობამ,
ხალხის სიძულვილმა ზეცამდე ამოფეთქა,
სისხლი გამიშრო ამ დაუნდობლობამ,
და…


29.06.2012

მიატოვე ადამიანები და ნახავ:
დარჩენას გთხოვს ის,ვისაც ჭირდები
შეგაჩერებს ის ვისაც უნდიხარ
გამოგყვება ის,ვისაც უყვარხარ

*****

ყველაზე საბრალოა ის ადამიანი,რომელიც სიბოროტეს აკეთებს,იმიტომ,რომ ფიქრობს,სხვას თუ ტკივილს მიაყენებს,თუ შურს იძიებს,უკეთ გახდება.
საბრალოა,იმიტომ რომ ადამინი,რომელიც ბორეტებას ჩადის,რა მიზანიც არ უნდა ამოძრავებდეს,უკეთესად ვერასდროს იქნება
*****




03.12.2013

გიყვაარს?!? მნიშვნელობა არ აქვს მასთან ერთად იქნები თუ არა...უბრალოდ ილოცე მისთვის და ღმერთს შესთხოვე მისი კარგად ყოფნა...დაშორება არ ნიშნავს იმას რომ დაივიწყებ...უბრალოდ ხანდახან ასე ჯობია მისთვის ვინც გიყვარს...როცა არჩევანს ვერ აკეთებს ადამიანი შენვე უნდა გაეცალო ,რადგან გაიხლიჩება მისი სული...გაუშვი რადგან თუ არ უნდა შენთან ყოფნა მაინც წავა და მიგატოვებს...სიყვარული გრძნობაა და არა თანაგრძნობა ,რომელიც არ მჭირდება მე არავისგან... შეიძლება უყვარდი ან უყვარხარ , მაგრამ ალბათ ისეთი ძვირფასი არ იყავი მისთვის ,რომ შენს გამო რაიმე დაეთმო..


previous 1 2 3 4 5 next →
Blog
Blogs are being updated every 5 minutes